in ,

ხვიჩა კვარაცხელია რუბინთან ერთად ზამთრის შეკრებაზეა

საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია “რუბინთან” ერთად თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. ზაფხულის მსგავსად ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც დიდი მოლოდინია, რომ ქართველი ფეხბურთელი რუსულ კლუბს დატოვებს და კარიერას ევროპაში გააგრძელებს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი იცვლება.

“რუბინი” ზამთრის შეკრებას თურქეთის დაბა ბელეკში გაივლის და ამხანაგურ შეხვედრებს ვორონეჟის “ფაკელის”, პლოცკის “ვისლა”, “სოჭის”, “კრილია სოვეტოვის”, მოსკოვის “დინამოსა” და “ასტანას” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ნაკრები ახალი ბრაზილიელით გაძლიერდა

თოფურიასა და ევლოევის ბრძოლა გაუქმდა