in ,

საქართველოს ნაკრები ახალი ბრაზილიელით გაძლიერდა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, კიდევ ერთი ბრაზილიელი ლეგიონერით გაძლიერდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდს რუსული “გაზპრომ იუგრას” 32 წლის ფეხბურთელი ვილიანი დაემატება. გამოცდილი ბრაზილიელი რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და ის ზვიად კუპატაძის თანაგუნდელია.

უკვე ცნობილია ისიც, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს სიმი საიოტი ვერ დაეხმარება.

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ბოლო მატჩებს კი, საქართველოს ნაკრები 15 და 16 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ტაჯიკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ნიდერლანლდებში კი, ჩვენი გუნდი 19 იანვარს გაემგზავრება. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე: ესპანეთს, ბოსნია-ჰერცოგოვინას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების განაცხადი ევროპის ჩემპიონატისთვის შემდეგია.

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნუკრი ჭუმბურიძე (ყველა – თელასი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი)

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან ფრე არის იმედი, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია

ხვიჩა კვარაცხელია რუბინთან ერთად ზამთრის შეკრებაზეა