ასეთ დროს, თითები ხომ თავად პოულობს საჭირო ღილაკებს. წარმოიდგინეთ, 90 წუთის მანძილზე თვალს ადევნებთ ქართველ ფეხბურთელთა სასწაულ პერფორმანსს და ერთი სული გაქვთ ამას როდის გაუზიარებთ სხვებს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2022/10/FeX2n86XkAM5Fs--793x1024.jpg)
გუშინ, კონფერენს ლიგის მესამე ტურში “სლოვანი” “ბაზელს” ესტუმრა და გვარიანად მძიმე მატჩიც დაანონსდა. შვეიცარიელები 6 ქულით ჯგუფს ლიდერობდნენ, სლოვაკებს კი 2 ტურში 1 კინკილა ქულა ჰქონდათ.
გიორგი ჩაკვეტაძემ მორიგი ფერადი კომპოზიცია შექმნა – 2 ასისტი და თან როგორი ასისტი…
პირველ ჯერზე გიორგიმ ურბილესი, დიაგონალური გადაკიდებით პაუშჩეკს ბურთი თავზე დაასვა და განაპირა მცველმაც 4 მეტრიანი დისტანციიდან დალაშქრა მარვინ ჰიცის კარი.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
შემდეგ იყო ჩაკვესებრი, ორ მცველს შორის გაძრომა, დროული პასი ჩავრიჩზე, რომელიც არანაკლებ ჩინებულად გაისარჯა, დიდოსტატური პაუზა აიღო და მარცხენათი ჰიცის კარი მეორედ აიღო.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2022/10/311045870_534708398654357_4115171824259891753_n-793x1024.jpg)
ასისტების გარდა ჩაკვეს 4 წარმატებული დრიბლინგი და უამრავი დაცვითი სამუშაო ჰქონდა. მატჩიდან მატჩამდე, გიო 2019 წლის ფორმას უახლოვდება და უკვე წარმოდგენილია ხვიჩა&ჩაკვეს სანაკრებო პრაიმი…
მატჩის ბოლოს გიორგი დაშავდა… სუნთქვა შეგვეკრა, მაგრამ უფრო კუნთის გაჭიმვას ჰგავდა და წესით, საგანგაშო არაფერი უნდა იყოს! (იმედია)
გურამ კაშიას კი ყველაზე მაღალი შეფასება 8.1 ჰქონდა – თითქმის ყველა მეორე სართული მოიგო და ვერცერთხელ მოახერხეს მისი მოტყუება, მაგრამ განსაკუთრებულად ოფლისმღვრელი მატჩი არ ჰქონია, რადგან იურაი კუცკამ და ჯაბა კანკავამ მოედნის ცენტრი უბრალოდ ამოქოლეს, “ბაზელმა” კი ქართულ-სლოვაკურ ბოქლომს ვერცერთი გასაღები ვერ მოარგო და 0:2 დამარცხდა.
ხვიჩა, ჩაკვე, ზურიკო, მიქაუტაძე, ლოჩოშვილი და ამას პლუს გამოცდილი მოთამაშეების კარგი სათამაშო ფორმა, ნუთუ დაბრუნდა?!
GIPHY App Key not set. Please check settings