in ,

ჩაკვეტაძე სლოვანს უახლოვდება: ვაისი ბათუმისთვის უძლიერეს შემადგენლობას კრებს

გამოცემა „90 min” იტყობინება, რომ გიორგი ჩაკვეტაძე „სლოვანს“ სულ მალე შეუერთდება. ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებულია და 22 წლის ჩაკვეტაძე სლოვაკეთის ჩემპიონს შეუერთდება.

გასული სეზონი ჩაკვეტაძემ იჯარის წესით „ჰამბურგში“ გაატარა და 12 მატჩში 1 გოლი და 1 ასისტი მოინაგრა. გერმანულმა კლუბმა გიორგის მონდომება დაუწუნა და მის გამოსყიდვაზე ლაპარაკიც კი არ ყოფილა.

თავად ფეხბურთელმა, ღიად განაცხადა, რომ „გენტში“ დამბრუნებელი არ არის. იწერებოდა, რომ თბილისის „დინამო“ აქტიურობდა, თუმცა გარიგება ვერ შედგა.
ჯერ უცნობია რა თანხას გადაიხდის „სლოვანი“, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძის სახით მორიგ ჩინებულ შევსებას მიიღებენ. რამდენიმე დღის წინ, ვაისმა „უოტფორდელი“ იურაი კუცკა დაიმატა.

შეგახსენებთ, 6 ივლისს, ბრატისლავაში, „სლოვანი“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. ქართველი გულშემატკივრის პერსპექტივიდან ურიგო არ იქნება, თუ ჩაკვეტაძის გაფორმება იმ დრომდე ვერ მოხერხდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

2021 წლის 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი

სპალეტი ძალიან ძლიერია: ხვიჩამ ახალ მწვრთნელზე ისაუბრა