in ,

შოთა არველაძე – კრასნოდარის მწვრთნელობის კანდიდატია

რუსული „სპორტ ექსპრესი“ წერს, რომ „კრასნოდარის“ მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი 48 წლის ქართველი შოთა არველაძეა.

დღეს, 5 იანვრის დილით „კრასნოდარის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება გაეშვა ვიქტორ გომჩარენკო. კლუბი მის ორ თანაშემწესაც შეელევა.

„სპორტ ექსპრესი“ ადრე წერდა, რომ „კრასნოდარის“ მწვრთნელის პოსტზე „ლოკომოტივის“ თავკაცი მარკო ნიკოლიჩი განიხილებოდა.

არველაძის წინა სამუშაო ტაშკენტის „ფახტაკორი“ იყო, რომელთან ერთად ორჯერ მოიგო უზბეკეთის ჩემპიონატი და ორჯერ ქვეყნის თასი. მანამდე კი ჩვენიანი მუშაობდა თურქულ კლუბებში – „ქაისერში“, „ქასიმფაშასა“ და „ტრაბზონში“, ასევე ისრაელის „მაკაბიში“.

არადა, ჩვენც ბოლო პერიოდში აქტიურად ვწერდით, რომ შოთას ინგლისური „ჰალის“ რეალური ვარიანტი აქვს.

თურქული მედია: არველაძის ჰალ სიტიში მისვლა დღე-დღეზე გადაწყდება

არველაძე ჰალის მწვრთნელობას უახლოვდება

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თურქული მედია: არველაძის ჰალ სიტიში მისვლა დღე-დღეზე გადაწყდება

ბასილაშვილი კორტზე შეუძლოდ გახდა და მატჩი ვერ ჩაამთავრა