in ,

თურქული მედია: არველაძის ჰალ სიტიში მისვლა დღე-დღეზე გადაწყდება

თურქული მედიის ინფორმაციით საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე მალე “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელი გახდება.

როგორც თურქული წყარო იუწყება, გუნდის ახალმა მფლობელმა აჯუნ ილიჯალიმ უკვე ყველაფერი შეათანხმა და არველაძის ინგლისურ გუნდში მისვლა თითქმის გადაწყვეტილია.

24 ტურის შემდეგ, “ჰალ სიტი” ინგლისის ჩემპიონშიპში (რანგით მეორე დივიზიონი) მე-19 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჰალ სიტიში” შესაძლოა შოთას ძმისშვილმა ვატო არველაძემაც ითამაშოს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილის მორიგი შანსი? კარტახენასთან ქართველ მეკარეს სასტარტოში ელიან

შოთა არველაძე – კრასნოდარის მწვრთნელობის კანდიდატია