in ,

შოთა არველაძე: ვეცდები ლამაზი, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე უკვე ოფიციალურად ინგლისური “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელია.

შოთიმ “ვეფხვებთან” 2.5 წლიანი კონტრაქტი დადო. კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, 48 წლის ქართველმა სპეციალისტმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს ლამაზ, შემტევ ფეხბურთს დაპირდა.

ოფიციალურად: შოთა არველაძე ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელია

“ძალიან მოტივირებული ვარ და მსურს დავამტკიცო, რომ ამ კლუბს ამ ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელებით წარმატების მიღწევა შეუძლია. კლუბში კრეატიული, ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს და ასევე საკმაოდ გამოცდილებიც. ეს კარგია.

მომწონს, როცა ჩემი გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. გულშემატკივარს, რომელიც სტადიონზე მოდის, უნდა მოსწონდეს შენი თამაში.

მიხარია, რომ სუონსისთან შეხვედრა ძალიან მალეა. ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ჩვენს გულშემატკივარს. ვეცდებით, ლამაზი, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. მთავარი მიზანი ყოველთვის მოგებაა.

გულშემატკივარი გვერდით უნდა დაგვიდგეს. მოდი, ერთად გავიმარჯვოთ”, – თქვა არველაძემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოფიციალურად: შოთა არველაძე ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელია

ნონას პირველი შამათი: მოსამართლემ Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა