„ვილიარეალმა“ პირველად მოიგო ევროპის ლიგა. ეს კლუბის ისტორიაში პირველი ტიტულია.
„ვილიარეალი“ – მე-6 კლუბია, რომელმაც ევროპის ლიგა/უეფას თასი დაუმარცხებლად მოიგო.
„ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს ევროპის ლიგაზე გამარჯვების გამო. ესპანეთს 5 კლუბი ეყოლება.
ესპანურ კლუბებს 13-ჯერ მოუგიათ უეფას თასი/ევროპის ლიგა. ინგლისელებსა და იტალიელებს 9 გამარჯვება აქვთ.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
„ვილიარეალის“ 18 წლის ჰავბეკი პინო – ევროპა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია.
ესპანურმა კლუბებმა ზედიზედ მე-10-ედ მოუგეს ინგლისურ გუნდებს ევროთასების ფინალში, „მანჩესტერს“ 4 წაგება აქვს.
21 პენალტი – რეკორდია ევროთასებზე.
ეტიენ კაპუ – ფინალის საუკეთესო ფეხბურთელია. ზამთარში „ვილიარეალმა“ ის ჩემპიონშიპიდან წაიყვანა.
ვილიარეალი – ყველაზე მცირე დასახლების ქალაქია, რომლის გუნდმა ევროთასი მოიგო. იქ 51 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
„მანჩესტერმა“ ბოლო 7-დან 6 პენალტების სერია წააგო. ის ერთადერთი მოგება მოდის ლიგის თასზე… „როჩდეილთან“.
დე ხეამ ბოლო 36 პენალტი გაუშვა. მას 2016 წლის აპრილის შემდეგ ერთიც არ მოუგერიებია.
უნაი ემერიმ კარიერაში მე-11 ტროფეი მოიგო, აქედან 10 – თასია.
ემერი პირველი მწვრთნელია, რომელმაც უეფას თასი/ევროპის ლიგა 4-ჯერ მოიგო. მან ტრაპატონის გაუსწრო.
ედინსონ კავანი „მანჩესტერის“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროთასების ფინალში გაიტანა. ის 34 წლისაა.
„ვილიარეალის“ ფეხბურთელები მუხლზე არ დამდგარან მატჩის წინ.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/rue8006d45479.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings