in

უნაიმ მასტერკლასი ჩაატარა, ამაზე ვერც ვიოცნებებდი: ზოგჯერ მატჩის ბედს ერთი დარტყმა წყვეტს – ფინალის კომენტარები

ევროპა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც “ვილიარეალმა” მანჩესტერ იუნაიტედი” მარათონულ პენალტების სერიაში ხერონიმო რულის გმირობით დაამარცხა (11:10), მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა შეხვედრა შეაფასეს. სულშერის თქმით, მიუხედავად პრემიერლიგაში მეორე ადგილის დაკავებისა, ამ მარცხით სეზონი მაინც უარყოფითად შეფასდება. უნაი ემერი კი, თავს ბედნიერად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ შედეგზე ვერც იოცნებდა.

98-წლიანი ლოდინის დასასრული და ისტორიული გამარჯვება: ნერვების ომი და ვილიარეალი ევროპა ლიგის გამარჯვებულია

უნაი ემერი:
“უბედნიერესი ადამიანი ვარ. თითოეულმა ფეხბურთელმა, სამწვრთნელო შტაბის წევრმა და პრეზიდენტმა უამრავი ვიმუშავეთ, რათა ამ შედეგისთვის მიგვეღწია. გამარჯვება დავიმსახურეთ. მეტოქე “მანჩესტერ იუნაიტედი” იყო, მაგრამ ეს მოგება გვეკუთვნოდა. მე მინდა ევროპალიგის მოგება და მინდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ამ გამარჯვებას ჯერ ერთად აღვნიშნავთ და შემდეგ ოჯახებთან ვიზეიმებთ”.

კაპე:
ევროპალიგის მოგებაზე არც ვოცნებობდი, ეს ტიტული დავიმსახურეთ. მიხარია, რომ ჩემი აქ გადმოსვლა თასის აწევით დასრულდა. ბედნიერი ვარ “ვილიარეალში”. უნაი დიდი მწვრთნელია. მან კიდევ ერთხელ გვიჩვენა მასტერკლასი. ჩვენ დამატებით დროში ბოლომდე ვიბრძოლეთ და მოგებაც დავიმსახურეთ”.

სულშერი:
“გასახდელში იმედგაცრუებული ფეხბურთელები არიან. ზოგჯერ მატჩის ბედს ერთი დარტყმა წყვეტს. სამწუხაროა, როცა ასეთ იმედგაცრუებას გრძნობ, მაგრამ ეს აღარ უნდა დაგვემართოს. ეს სეზონი წარმატებულად ვერ ჩაითვლება. თასის გარეშე დავრჩით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეხვედრაში ყველაფერი კარგად არ გავაკეთეთ”.

რაშფორდი”
“მთელი სეზონი ვიბრძოდით და ფინალამდე მოვედით. ტიტულის მოგება გვსურდა, რაც არ გამოგვივიდა. ახლა კარგად უნდა გადავხედოთ მატჩს და ვნახოთ, სად გვჭირდება სიტუაციის გამოსწორება. ჩვენ არ დავნებდებით, არც მწვრთნელი დანებდება, მომავალ სეზონში უფრო დიდი სურვილით ვითამაშებთ. ჩვენ მსოფლიოს და საკუთარ თავს უნდა ვაჩვენოთ, რომ უკეთეს ადგილს ვიმსახურებთ. სექტემბრიდან 6-7 მოთამაშე მუდმივი ტრავმით თამაშობდა, ახლა დროებით ემოციებისგან უნდა დავიცალოთ”.

ყველაზე პატარა ქალაქი და სარეკორდო პენალტები – ფინალის საინტერესო ფაქტები

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

98-წლიანი ლოდინის დასასრული და ისტორიული გამარჯვება: ნერვების ომი და ვილიარეალი ევროპა ლიგის გამარჯვებულია

ყოჩაღ გიო: შერმადინი წლის MVP-ია