in

სულშერს 26 მაისის სწამს: წინათქმა ფინალის წინ

დღეს ევროპა ლიგის ფინალია. პოლონეთის ქალაქ გდანსკში ერთმანეთს ევროპული ფეხბურთის გრანდი “მანჩესტერ იუნაიტედი” და ევროასპარეზზე ნაკლებად წარმატებული ესპანური გუნდი “ვილიარეალი” შეხვდებიან.
თამაში თბილისის დროით 23:00 საათზეა.

“მანჩესტერი” ევროტურნირებზე ფინალებს იშვიათად აგებს – წინა 7 ევროფინალიდან 5 მოიგო! ბოლოს ეს 2017 წელს გააკეთა, როცა ევროპალიგის ფინალში ამსტერდამის “აიაქსი” დაამარცხა. “ვილიარეალი” კი ისტორიაში პირველად ითამაშებს ესოდენ მნიშვნელოვან მატჩს.

ესპანური გუნდი ფინალამდე წაუგებლად მოვიდა, ნახევარფინალში კი კიდევ ერთი ინგლისური გუნდი “არსენალი” დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ინგლისურ-ესპანურ ფინალში 20 წელია ინგლისურ კლუბს არ მოუგია და “მანჩესტერი” შეეცდება ეს უიღბლო სერია დაასრულოს.

ორივე გუნდი სეზონს ამ თამაშით დაასრულებს. “მანჩესტერმა” პრემიერლიგაში 74 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და ჩემპიონ “სიტის” 12 ქულით ჩამორჩა. “ვილიარეალმა” კი ლა ლიგაში 58 ქულა დააგროვა და ეს მხოლოდ მე-7 ადგილისთვის გამოდგა საკმარისი. ემერის გუნდს შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს და ამისთვის ევროპალიგის მოგებაა საჭირო.

მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი დარწმუნებულია, რომ ფინალში ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს, მაგრამ იმედოვნებს, რომ მისი გუნდი გამარჯვებას მოახერხებს:
“ყველა ფეხბურთელი, რომელიც ფინალში გადის, აქვს გამარჯვების მოლოდინი და არსებობს წნეხი, ჩვენც ვგეგმავთ და ველით გამარჯვებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასევეა მეტოქის რიგებშიც. გამარჯვებამდე გრძელი გზაა გასავლელი, 50-50%-ზეა. დარწმუნებული ვარ, რომ მზად ვართ. ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სეზონის შეფასება მხოლოდ მატჩის შემდეგ იქნება შესაძლებელი და შინ ბედნიერები მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დავბრუნდებით”.

“წითელმა ეშმაკებმა” წინა 7 ფინალიდან 5 მოიგეს, მარცხი კი “ბარსელონას” წინააღმდეგ აქვთ განცდილი (2009 და 2011 წლებში).

ოლე გუნარ სულშერისთვის სამწვრთნელო კარიერაში ეს იქნება მეორე ფინალი. პირველად მან “მიოლდესთან” ერთად 2013 წელს ნორვეგიის თასი მოიგო. სულშერს შანსი აქვს გახდეს პირველი ნორვეგიელი მწვრთნელი, რომელიც ევროპულ თასს მოიგებს.

უნაი ემერის ევროპალიგა სამჯერ აქვს მოგებული (2014, 2015 და 2016) წლებში და შეიძლება გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელიც ამ ტურნირს ოთხჯერ მოიგებს. ემერის მსგავსად, 3-ჯერ ეს ჯილდო იტალიელ ჯოვანი ტრაპატონის აქვს აღებული.

სავარაუდო შემადგენლობები:

ვილიარეალი (4-4-2): რული – გასპარი, ალბიოლი, ტორესი, პედრასა – ტრიგეროსი, პარეხო, კაპო, გომესი – ბაკა, მორენო.
დანაკლისი: იბორა, ჩუკვუეზე, ფოიტი.

მანჩესტერი(4-2-3-1): დე ხეა – ვან-ვისაკა, ლინდელოფი, ბაილი, შოუ – ფრედი, მაკტომინეი – რაშფორდი, ბრუნო, პოგბა – კავანი.
დანაკლისი: მარსიალი, ჯონსი, მაგუაიერი.

“ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ფინალი რომ 26 მაისს ტარდება, სასიამოვნო ნიშანია. ჩემი მეუღლე 26 რიცხვში დაიბადა, 26 რიცხვში ვიქორწინეთ, 26 მაისს გავიტანე გოლი ბაიერნთან ფინალში. 26 მაისს დაიბადა მეტ ბასბი. ეს განსაკუთრებული რამ არის” – ეს სულშერის სიტყვები და იმედია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სალაჰი – ლივერპულის სეზონის ფეხბურთელია

93:20 – სიტის ახალ ფორმაზე წარწერაა: აგუეროს ოქროს გოლის გამო