in ,

ნიდერლანდების ნაკრების განაცხადი

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ეს იმასაც ნიშნავს, რომ სწორედ ამ შემადგენლობით წარდგებიან ნიდერლანდელები საქართველოს ნაკრებთან ტესტ-მატჩშიც, რომელიც 6 ივნისს, ენსხედეში გაიმართება.

დე ბურის სიაში, რა თქმა უნდა, არ არის დაცვის ხაზის ლიდერი ვირხილ ვან დეიკი, რომელმაც უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და ევროპის ჩემპიონატზე არ იასპარეზებს. მიუხედავად გარკვეული საუბრებისა, როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადში ვერც არიენ რობენი მოხვდა. ვეტერანი შემტევი, რომელიც ახლა მშობლიურ გრონინგენშია, ბოლოს ნაკრებში დაბრუნების სურვილს ადასტურებდა.

მეკარეები: იასპერ სილესენი (ვალენსია), ტიმ კრული (ნორვიჩი), მაარტენ სტეკელენბურგი (აიაქსი)

მცველები: პატრიკ ვან აანჰოლტი (კრისტალ პალასი), ნათან აკე (მანჩესტერ სიტი), დეილი ბლინდი (აიაქსი), დენზელ დუმფრისი (პსვ ეინდჰოვენი), მატეის დე ლიხტი (იუვენტუსი), იურიენ ტიმბერი (აიაქსი), ჯოელ ველტმანი (ბრაიტონი), სტეფან დე ვრეი (ინტერი), ოუენ ვეინდალი (ალკმაარი)

ნახევარმცველები: დონი ვან დე ბეეკი (მანჩესტერ იუნაიტედი), რაიან გრავენბერხი (აიაქსი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), ტიონ კოპმეინერსი (ალკმაარი), მარტენ დე როონი (ატალანტა), ჟორჟინიო ვეინალდუმი (ლივერპული), დევი კლაასენი (აიაქსი)

სტევენ ბერგუისი (ფეიენოორდი), მემფის დეპაი (ლიონი), კოდი გაკპო (პსვ ეინდჰოვენი), ლუუკ დე იონგი (სევილია), დონიელ მალენი (პსვ ეინდჰოვენი), ქვინსი პრომესი (სპარტაკი), ვაუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი)

ევროპის 1988 წლის ჩემპიონი გუნდი ევროზე C ჯგუფში მოხვდა, სადაც უკრაინის, ავსტრიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ითამაშებს. ფრანკ დე ბურის გუნდი ჯგუფის სამივე შეხვედრას ამსტერდამში გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე პატარა ქალაქი და სარეკორდო პენალტები – ფინალის საინტერესო ფაქტები

ბასილაშვილი 119-ე ჩოგანთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა