რიო ფერდინანდი ვულვერჰემპტონის სასამართლოზე დაზარალებულის სტატუსით გამოიძახეს. საქმე ეხება, 2021 წლის 21 მარტს გამართულ მატჩს „ვულვზსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის, როდესაც რიო ექსპერტად მუშაობდა, ხოლო ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ის რასისტული ჟესტებით შეამკო.
„ჯეიმი არნოლდისგან რასისტული შეძახილები არ გამიგონია, თუმცა მისი სხეულის ენა ექსპრესიული იყო და ასეთი აგრესია მაშინაც არ მახსოვს, როდესაც ვთამაშობდი“.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/FZPoRvyWIAYaofQ.jpg)
ჯეიმი არნოლდი სტიუარდმა შენიშნა და სასამართლოზე ასეთი რამ თქვა: „ის მაიმუნის ჟესტებს გამოხატავდა და პირიდანაც უშვერ სიტყვებს უშვებდა“.
„ვულვზის“ ერთ-ერთმა ქომაგმაც მისცა ჩვენება და ისიც ადასტურებს, რომ არნოლდი რიოს რასისტული შეძახილებით „ამკობდა“.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
თავად ბრალდებული ყველაფერს უარყოფს, თუმცა ვირის აბანოში პრემიუმ კლასის საწოლი და ორჯერადი კვება გარანტირებული აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings