in

ფერდინანდი პოლონეთის კარში დანიშნულ პენალტზე: სირცხვილია!

ლეგენდარული ინგლისელი მცველი, რიო ფერდინანდი, რომელიც ახლა “BBC SPORT”-ს საფეხბურთო ექსპერტად მუშაობას, მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, პოლონეთის კარში დანიშნულ პენალტს გამოეხმაურა. 

როგორც იცით, არბიტრმა დენი მაკელიემ ვოიცეხ შესნის გამოსვლაზე თამაში მესის წინააღმდეგ გამეორების შემდეგ დარღვევად მიიჩნია და პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა.

“სირცხვილია! VAR მსგავსი რამისთვის არ შემოუღიათ. შესნი მესის მცირედით შეეხო და მას უბრალოდ წამწამები აუფრიალა.

მსაჯი გამეორებაზე ამის საყურებლად წავიდა? – ვფიქრობ, ეს აღმაშფოთებელია”, – თქვა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინამ პოლონეთს 2:0 სძლია, მერვედფინალში ორივე გუნდი გავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიდი კითხვის ნიშანი ბენ უაითის ირგვლივ: ინგლისელმა კატარი უტრავმოდ დატოვა!

(ვიდეო) სრული სიგიჟე: ავსტრალია 1/8 ფინალში მეორედ გავიდა და სრულიად ქვეყანა შეიშალა