in

უეფა მზადაა, ის კლუბები, რომლებიც სუპერლიგაზე უარს არ იტყვიან, ევროთასებს 2 წლით ჩამოაშოროს

უეფა სანქციებს გამოიყენებს იმ გუნდების მიმართ, ვინც სუპერლიგის დაარსების იდეაზე უარს არ იტყვის.
ასეთი გუნდებისთვის სასჯელის მაქსიმალური ზომა ევროთასზე 2-წლიანი დისკვალიფიკაცია იქნება.

უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში უეფას აქტიური მოლაპარაკებები ჰქონდა 12 კლუბ–დამაარსებელთან, რათა სანქციები შეეთანხმებინა და თან იმის მტკიცებულებაც მიეღო, რომ გუნდები პროექტს არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელებენ.

ამჟამად შეთანხმება მიღწეულია 7 კლუბთან: „არსენალთან“, „ლივერპულთან“, „სიტისთან“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „ტოტენჰემთან“. „ჩელსისთან“ და „ატლეტიკოსთან“. დათმობასთან ძალიან ახლოსაა „ინტერიც“, თუმცა მოლაპარაკებები დასრულებული არ არის.

დანარჩენი 4 კლუბი – „იუვენტუსი“, „რეალი“, „ბარსელონა“ და „მილანი“ – ჯერჯერობით ისევ სუპერლიგის იდეას ემხრობიან. ეს გუნდები საკუთარ პოზიციაში დარწმუნებული არიან, რადგან მათ უეფას თავიანთი ტურნირის ჩატარების უფლება და აღიარება სთხოვეს და არა უეფას დატოვება არც უფიქრიათ.

უეფას არ სურს სასამართლო პროცესის გაწელვა და იმედოვნებს, რომ პროექტზე უარს კიდევ ორი გუნდი იტყვის – რადგან სუპერლიგის ქარტიაში წერია, რომ თუკი პროექტს 12 კლუბიდან 9 დატოვებს, პროექტი ოფიციალურად აღარ იარსებებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია მწყობრშია და შესაძლოა ამ უქმეებზეც ითამაშოს

ვილაშ-ბოაში პორტუგალიის რალიზე გამოდის