in

სუპერმატჩი თბილისში: ესპანეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა

დღეს, თბილისში ევრობასკეტი 2022 სრულდება. დღეს A ჯგუფის ბოლო, მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება და დიდი ევროპული კალათბურთი თბილისს დაემშვედიბობება. პლეი-ოფის მატჩებს ბერლინი უმასპინძლებს.

დღის პირველი შეხვედრა ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტების დაპირისპირება გახლდათ, რომლებსაც ჯგუფის პირველ-მეორე ადგდილოსნის ბედს არკვევდნენ. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი თურქეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ზუსტად ისეთი დაძაბული, საინტერესო და ლამაზი მომენტებით დაზუნძლული გამოდგა როგორის მოლოდინიც იყო.

შეხვედრა თავიდან ბოლომდე ქულა-ქულაში მიდიოდა და დიდი გაქცევის გაკეთებას ვერცერთი ახერხებდა. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ფრე ფიქსირდებოდა, როდესაც თირქეთის ნკარების და ფილადელფიას კალათბურთელმა ფურკან კორკმაზმა ტექნიკური ფოლი მიიღო და ესპანეთის 4 ქულით გავიდა წინ. დასრულებამდე 48 წამით ადრე ჯედი ოსმანმა სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა.

საბოლოოდ, 71:69 და სერჯიო სკარიოლოს გუნდმა ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა.

მატჩში ყველაზე შედეგიანი ესპანელთაგან ვილი ერნანგომესი იყო, რომელმაც 15 ქულა, 7 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა. თურქეთის ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო 20 ქულით ჯედი ოსმანი იყო. 16 ქულა ჰქონდა ფურკან კორკმაზს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანიოლი: კვარას სულ ამას ვეუბნები

ბელგიამ საქმე გაგვიკეთა: ჯერი საქართველოზეა