დღეს, გამთენიისას, საქართველოს პარალიმპიური ნაკრები ტოკიოში გაემგზავრა, სადაც 2020 წლის პარალიმპიურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობს. ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველო 14 სპორტსმენით, სპორტის 6 სახეობაში (ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა, პარაძალოსნობა) იქნება წარმოდგენილი.
ტურნირის დაწყებამდე ქართველი სპორტსმენები ბოლო მოსამზადებელ ეტაპს ტოკუშიმაში გაივლიან.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/234459306_4316474435079383_4275897385950440066_n-768x1024.jpg)
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/219312609_4316474148412745_8640503672617917934_n-1024x767.jpg)
პარალიმპიური თამაშები ტოკიოში 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება. გეტყვით იმასაც, რომ გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშე ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი იქნება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings