in ,

ლა ლიგის პირველ ტურში ვალენსიას კარში მამარდაშვილი იქნება

13 აგვისტოს, ესპანეთის ჩემპიონატი იწყება. გახსნითი შეხვედრა “მესტალიაზე” გაიმართება, რომელშიც “ვალენსია” “ხეტაფეს” დაუპირისპირდება. საფეხბურთო ანალიტიკური პორტალი Footballfantasy ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან მაგარ ამბავს აქვეყნებს. 20 წლის ქართველი მეკარე გიორგი მარდაშვილი აღნიშნულ შეხვედრაში “ღამურების” ძირითად შემადგენლობაში იქნება.

Futbolfantasy ორივე გუნდის შესაძლო სასტარტო შემადგენლობების ვარიანტს აქვეყნებს და პირველ ტურში „ვალენსიის“ შესაძლო განლაგებაში მეკარის პოზიციაზე გიორგი მამარდაშვილის გვარი ჩაწერა. ანალიტიკური პორტალის ცნობით, ალბათობა, რომ ქართველი კიპერი ხოსე ბორდალასის რჩეულ თერთმეტეულში მოხვდება 70%-ია.

ამ ინფორმაციას ამყარებს ისიც, რომ “ვალენსიას” ძირითად მეკარე იასპერ სილესენს ტრავმა აქვს, ხაუმე დომენეკი კი ჯერ კვლავ არაა ოპტიმალურ ფორმაში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლეო მესი: კლუბის ხედვები ჩემს ამბიციებს ემთხვევა

საქართველოს პარალიმპიელთა ნაკრები ტოკიოში გაემგზავრა: ქართული დელეგაციის მედროშე ირმა ხეცურიანი იქნება