ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გრძელდება 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში.
ქართული წყვილი კარინა საფინა და ლუკა ბერულავა მოკლე პროგრამით წარდგნენ ტურნირზე და საკმაოდ კარგი შედეგიც დააფიქსირეს. ქართულმა წყვილმა 61:93 ქულა დააგროვა და მოკლე პროგრამის შემდეგ 21 წყვილიდან მე-6 ადგილზეა.
ფინალი, რომელშიც წყვილები თავისუფალი პროგრამით იასპარეზებენ, დღეს, თბილისის დროით, 21:00 საათზე გაიმართება.
მანამდე ფინალში იასპარეზებს მორის ყვითელაშვილიც, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეოთხეა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეოთხე ადგილზეა და მედლის შანსს ინარჩუნებს
GIPHY App Key not set. Please check settings