in

ქართველი მოციგურავეების მორიგი წარმატება: საფინას და ბერულავას ბრინჯაო ავსტრიაში

ქართულმა სპორტულმა წყვილმა 17 წლის კარინა საფინასა და 18 წლის ლუკა ბერულავას შემადგენლობით ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართულ იუნიორთა გრან პრის ბოლო ეტაპზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

ქართველმა მოციგურავეებმა მოკლე პროგრამაში 63.04 ქულა მიიღეს და მე-3 შედეგი დააფიქსირეს. საფინა და ბერულავა მესამენი იყვნენ თავისუფალ პროგრამაშიც (116.23) და ჯამური 179.27 ქულითაც ბრინჯაოს დაეუფლნენ.ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენები მხოლოდ რუსულ სპორტულ წყვილებს ჩამორჩნენ. ხაბიბულინასა და კნიაზუკს 188.84 ქულა ჰქონდათ, ხოლო მუხორტოვამა და ევგენიევმა თავი 183.64 ქულას მოუყარეს.

ცნობისთვის, საფინა და ბერულავა ძალიან წარმატებულ სეზონს ატარებენ. მათ სლოვაკეთში გამართულ გრან-პრის ეტაპზე მე-2 ადგილი დაიკავეს, გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში გამართულ ჩელენჯერზე კი, რომელიც პარალელურად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირიც იყო, სამეულში მოხვდნენ და პეკინში გამგზავრების უფლება მოიპოვეს.ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართული ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე სენიორთა შორის საქართველოს სახელით დებიუტი ჰქონდა 18 წლის ანასტასია გუბანოვას. ახალგაზრდა სპორტსმენი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის სახელით გამოდიოდა და ეროვნულ ჩემპიონატში საუკეთესო ათეულში არაერთხელ გასულა.

გუბანოვამ საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილში დამაჯერებლად იასპარეზა და ჯამური 203.91 ქულით, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია, მე-5 ადგილი დაიკავა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოუგებელი 12 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში: 3 მარცხი და 3 ფრე

დაანოკაუტე სიმსივნე: გიგა ჭიკაძის საქველმოქმედო აქცია