in ,

საოცარი ატმოსფერო დინამო არენაზე: დინამოების მატჩი უგოლოდ დასრულდა

დღეს, Crystalbet ეროვნულ ლიგაში მეთერთმეტე ტური გაიხსნა და ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩვენი ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა და უგოლო ფრეს დასჯერდა-0:0.

ამ მატჩს დიდი დატვირთვა ჰქონდა. თბილისელებს ბათუმელთათვის 6 მატჩი არ ჰქონდათ მოგებული, ბოლო შეხვედრაში კი, ისინი დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ. ამასთანავე, ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილს და ირაკლი აზაროვს “დინამო არენაზე” მშობლიური კლუბის წინააღმდეგ თამაში მოუწიათ.

აღნიშნულ მატჩში საქართველოს Crystalbet ეროვნული ლიგის დასწრების რეკორდი დამყარდა. “დინამო არენაზე” მატჩს 20 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. რა თქმა უნდა, უმეტესობა ხვიჩა კვარაცხელიას სანახავად იყო სტადიონზე მისული და მისი კარგი ეპიზოდებიც იხილეს. იმედია, მალე აპენინზეც შეძლებს ხვიჩა ხალხის ოვაციებს.

ფოტო;სპორტმიამბე

შეხვედრა თბილისის “დინამოს” უპირატესობით დაიწყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეხვედრის პირველ ტაიმში თბილისელებმა მეტოქე დაჯაბნეს. გატანის კარგი შანსი ჰქონდა ოსეი ბარნსს და ნიკა მალის, მაგრამ მათი დარტყმულის შემდეგ ლაზარე კუპატაძის კარი ხარიხამ იხსნა. თბილისის “დინამომ” გაიტანა, მაგრამ გიორგი გაბედავამ ოდნავ დაასწრო მოვლენებს , თამაშგარეში აღმოჩნდა და გოლი გაუქმდა.

ბათუმელთაგან ქართული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ისე შესამჩნევად აქტიური ვერ იყო, მაგრამ რამდენიმე ლამაზი ეპიზოდი მაინც გვჩუქა. ერთ ეპიზოდში ხვიჩა ფლანგური გარღვევის შემდეგ საჯარიმოში შეიჭრა და საბა ხვადაგიანიც ეფექტური მოძრაობით მოატყუა, მაგრამ სიტუაცია ლევან ოსიყმაშვილმა განმუხტა.

თბილისელებს გატანის კიდევ ერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ უსმანე კამარას დარტყმა ლაზარე კუპატაძემ მოიგერია.

მეორე ტაიმში უფრო გია გეგუჩაძის ფეხბურთელებს ჰქონდათ მომენტები. საჯარიმოში ვლადიმერ მამუჩაშვილის გამჭოლი პასის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილის დარტყმის მერე ამჯერად თბილისელთა კარი იხსნა ხარიხამ.

საბოლოოდ, მშვენიერი ფეხბურთი, მომენტები, ბევრი ხალხი, მაგრამ უგოლო მატჩი და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტორპედოს ცეცაძე აღარ გაწვრთნის

წყალქვეშა ნავმა ბოლომდე ვერ გაცურა: ლივერპული ფინალშია