in ,

ტორპედოს ცეცაძე აღარ გაწვრთნის

ქუთაისის “ტორპედო” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. მოგეხსენებათ, ქუთაისელი ქომაგები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ გუნდის მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის გათავისუფლებას, წინა ტურში თბილისის “დინამოსთან” “ტორპედოს” ფანკლუბბმა “ჯუნგლებმა” მატჩზე დასრებაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვეს.

ჩვენი ინფორმაციით, რომელიც ქუთაისიდან სანდო წყარომ მოგვაწოდა, გულშემატკივართა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და “ტორპედოს” გია ცეცაძე აღარ გაწვრთნის.

ჩვენ კლუბის პრეს-სამსახურსაც დავუკავშირდით და მათ აღნიშნული ინფორმაცია არც უარყეს და არც დაადასტურეს.

10 ტურის შემდეგ, ქუთაისის “ტორპედოს” 11 ქულა აქვს და 10 გუნდიან ჩემპიონატში მერვე ადგილზეა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა კვარაცხელია transfermarket-ზე თვის ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია

საოცარი ატმოსფერო დინამო არენაზე: დინამოების მატჩი უგოლოდ დასრულდა