in

რუმენიგე მანესა და დე ლიხტის ტრანსფერებით უკმაყოფილოა

კარლ ჰაინც რუმენიგე, „ბაიერნის“ ლეგენდა და ყოფილი მმართველი უკმაყოფილოა, რადგან ბაიერნმა დე ლიხტისა და მანეს ტრანსფერებში ძალიან ბევრი დახარჯა.

სადიო მანეს სანაცვლოდ რეკორდმაისტერმა 40 მილინამდე გადაიხადა და ხელფასის სახით, წლიური 15 მილიონი ევრო დაუნიშნა.

მატიის დე ლიხტის ტრანსფერი კი 70 მილიონი + 10 მილიონიანი საბონუსე თანხა დაჯდა. თითქმის ყველა ჟურნალისტი, ექსპერტი თუ გულშემატკივარი კლუბისა და სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის ქებაშია, რადგან სატრანსფერო ფანჯარა წარმატებულად შეფასდა, თუმცა რუმენიგე ასე არ თვლის და „sportbuzzer”-თან ინტერვიუში შემდეგი თქვა:

„ვერ ვხვდები სალიჰამიჯიჩსა და დანარჩენებს რატომ აქებენ. მანესა და დე ლიხტის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემთვის, არცერთი მათგანია ტოპ კლასის. მანე გოლებს გაიტანს, მაგრამ 30 წლის ასაკში, მას უმაღლეს დონეზე ვერ ვხედავ. როგორ ფიქრობთ, ასე რომ არ იყოს კლოპი მას შეელეოდა? არმგონია.

დე ლიხტის მიმართაც სკეპტიკურად ვარ განწყობილი. კიბატონო, ის 22 წლისაა და პროგრესისათვის დიდი სივრცე აქვს, მაგრამ მან „იუვენტუსში“ სამი წელი უბრალოდ დაკარგა. ძალზე სარისკოა მისი დაცვის ბურჯად გამოცხადება. ჩემი აზრით, ზიულეს შენარჩუნება გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

ცალკე მინდა ნასერ მაზრაუის ტრანსფერზე საუბარი. სამწუხაროდ, მანესა და დე ლიხტის ტრანსფერებმა ის დაჩრდილა, თუმცა მჯერა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი, სწორედ ის არის. ის რაღაცით აშრაფ ჰაკიმის მაგონებს და მჯერა, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგზე სერიოზულ სამუშაოს გასწევს“.

მაზრაუი „აიაქსიდან“ მოვიდა. მან ამსტერდამული კლუბის მაისურით 137 მატჩი ჩაატარა და სამჯერ მოიგო ერედივიზიონი.

მოკლედ, რუმენიგე ის კაცია, რომლის სიტყვასაც დიდი ფასი ადევს. დასავლეთ გერმანიასთან ერთად ევროპის ჩემპიონია. „ბაიერნთან“ ერთად ორი ჩემპიონთა თასი და ამდენივე ბუნდესლიგა მოიგო. ორი ოქროს ბურთი აქვს და გერმანიის ნაკრებში 95 მატჩში 45 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით საინტერესოა, მისი აზრი მანესთან დაკავშირებით, რადგან ჰაინციც შემტევი იყო, თან უდიდესი…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელია… ლევანდოვსკი არა

ბარსა სტუდიოს 24.5%-იანი წილის გაყიდვა და კიდევ სამი სამიზნე. ლაპორტა გაშლეგდა