in

ბარსა სტუდიოს 24.5%-იანი წილის გაყიდვა და კიდევ სამი სამიზნე. ლაპორტა გაშლეგდა

გუშინ, ბლაუგრანამ ფრენჩაიზის 24.5%-იანი წილი 100 მილიონ ევროდ გაასხვისა, რათა ახლადშეძენილი მოთამაშეების დარეგისტრირება მოახერხოს, თუმცა ლაპორტა ამაზე არ გაჩერდება. „მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, ბლაუგრანა მეოთხე ეტაპზე გადადის და კიდევ 24.5%-იან წილს ასხვისებს, რაც ჯამში 49% გამოდის.

წინა თვეში დავწერეთ, რომ ფრენჩაიზის 49%-ის გასხვისების გადაწყვეტილებას საბჭომ მწვანე შუქი აუნთო და ლაპორტა ამის სისრულეში მოყვანას შეუდგა. თანხის ახალი ნაკადის გაჩენა კი დანარჩენი სამიზნეების გაფორმებას დაეთმობა.

„ბარსამ“ 5 ხმაურიანი ტრანსფერი უკვე განახორციელა. კუნდე „სევილიადან“, კრისტენსენი „ჩელსიდან“, ფრანკ კესი „მილანიდან“, რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნიდან“ და რაფინია „ლიდსიდან“ – გუნდმა 153 მილიონი ევრო დახარჯა, თუმცა ჩავის კიდევ სამი ფეხბურთელის დამატება სურს.

„ჩელსის“ ფლანეგელები – ასპილიკუეტა და მარკოს ალონსო, ასევე ბერნარდუ სილვა „სიტიდან“ და 100 მილიონი, სწორედ ამ ტრანსფერებისა და მოთამაშეების დასარეგისტრირებლადაა საჭირო.

ჰო, ფრენკი დე იონგს აბარგება გადაწყვეტილი აქვს და ძალიან კი ჯანჯლავენ, თუმცა 25 წლის ნახევარმცელის შემკავებელს „ბარსა“ არ ჰგავს.

ნაგელსმანის სიტყვები გაიხსენეთ: „ერთადერთი გუნდი მსოფლიოში, რომელსაც ფული არასდროს აქვს, მუდამ ვალებშია, მაგრამ ყველაზე მეტს ხარჯავს“ – ადრესატს გამოიცნობთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუმენიგე მანესა და დე ლიხტის ტრანსფერებით უკმაყოფილოა

ვიდეო: UFC-ის მებრძოლს სასტიკად გაუტეხეს ცხვირი