in

ბაიერნმა და ბორუსიამ ჩემპიონთა ლიგის მატჩი-რევანში ითამაშეს, ბაიერნმა ისევ 2:1 მოიგო

„ალიანს არენაზე“ მატჩი გაიმართა, რომელშიც „ბაიერნისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები შეხვდნენ.

მატჩი ორი 30-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა. 2:1 „ბაიერნის“ ლეგენდებმა მოიგეს. გოლები გაიტანეს კლაუდიო პისარომ (მე-11 წთ) და ლუის გუსტავომ (52-ე წთ), დორტმუნდელთაგან კევინ გროსკროიცმა (მე-60 წთ). მატჩს დაახლოებით 45 ათასი მაყურებელი დაესწრო.

2012/12 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი „უემბლიზე“ გაიმართა და მაშინაც „ბაიერნმა“ 2:1 აჯობა „ბორუსიას“.

აი მატჩის მონაწილეები:

ბაიერნი: ტომ შტარკე, ლუკას რედერი, მაქსიმილიან რიდმიულერი, ჰანს-იორგ ბუტი, დანტე, დანიელ ვან ბუიტენი, მარიო მანჯუკიჩი, როი მაკაი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ლუის გუსტავო, ზე რობერტო, რაფინია, კლაუდიო პისარო, ჯერომ ბიატენგი, ტომას ლინკე, დიეგო კონტენტო, ვლადიმირ რანკოვიჩი, ანდრეას ოტლი, კლაუს აუგენტალერი, ივიცა ოლიჩი, პაულო სერჟიო;

ბორუსია: რომან ვაიდენფელერი, სვენ ბენდერი, მლადენ პეტრიჩი, დედე, კევინ გროსკროიცი, ოლივერ კირხი, იულიან შიბერი, დავიდ ოდონკორი, ფელიპე სანტანა, მარსელ შემლცერი, ანტონიო და სილვა, იბრაჰიმ ტანკო, მორიტც ლაიტნერი, იორგ ჰაინრიხი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ კორეაში აღარ მიდის, კარლსრუეში რჩება

ზაფხულის ყველაზე ძვირიანი გარიგებები