in

რა ცუდია, რომ მარტო 1:0 მოვიგეთ: ყველაფერი განმეორებით მატჩებში გაირკვევა

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა. ორი ძლიერი, მაგრამ მძიმე გუნდი შეხვდა ერთმანეთს და, როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი გოლი არც გასულა – „ინტერმა“ მატჩის ბოლო ნაწილში მოახერხა თავისი უპირატესობის გოლში გარდასახვა, როდესაც შეცვლაზე შესულმა არნაუტოვიჩმა ზუსტად დაარტყა ახლო მანძილიდან.. აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს კარში ბურთი არც დაურტყამს.
დორტუნდმა კი სასურველი ფრე წამოიღო ეინდჰოვენიდან.

ეინდჰოვენი – ბორუსია დორტმუნდი 1:1
გოლები: 0:1 მალენი (24), 1:1 ლ. დე იონგი (56-პენ)

„ბორუსიას“ და „ეინდჰოვენს“ ჩემპიონთა ლიგაზე 6-მატჩიანი წაგებების სერია აქვთ.

2016 წლის ოქტომბრის შემდეგ „ბორუსიას“ დონიელ მალენი პირველი ნიდერლანდელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩში ნიდერლანდურ კლუბს გაუტანა. მანამდე ეს არიენ რობენმა (“ბაიერნი”) შეძლო იმავე პსვ-ს თან მატჩში.

ლუკ დე იონგმა ჩემპიონთა ლიგაზე მეცხრე გოლი გაიტანა და ტურნირზე „ეინდჰოვენის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან რუუდ ვან ნისტელროის (8) გაუსწრო.

ინტერი – ატლეტიკო 1:0
გოლი: 1:0 არნაუტოვიჩი (79)

„ატლეტიკომ“ ვერცერთხელ ვერ დაარტყა ზუსტად “ინტერის” კარში. „ინტერს“ კარში ბოლოს „სპორტიმგმა“ ვერ დაურტყა 2006 წელს.

„ატლეტიკომ“ სულ მცირე ერთი გოლი გაუშვა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 საგარეო მატჩში.

„ატლეტიკოს“ თავკაცმა დიეგო სიმეონემ მწვრთნელის რანგში ტურნირზე მეასე მატჩი ჩაატარა.

„ატლეტიკომ“ გუნდმა ბოლო 4 თამაშიდან 3 ერთნაირი ანგარიშით,
0:1 დათმო.

„ინტერმა“ ზედიზედ 9 გამარჯვება 2021 წლის გაზაფხულის შემდეგ პირველად მოიპოვა.

„ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ცხრა საშინაო მატჩში შვიდი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. ამ სერიისას გუნდმა შვიდჯერ შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი და მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა.

სიმონე ინძაგის მწვრთნელობის პერიოდში „ინტერმა“, ყველა ტურნირზე, პირველად მოიგო ზედიზედ 9 მატჩი. ინძაგიმდე ანალოგიური სერია ჰქონდა ანტონიო კონტეს 2021 წლის თებერვალ-აპრილში.

ინძაგი: „ინტერი“ შესანიშნავი იყო მეორე ტაიმში. სამწუხაროა, რომ მარტო 1:0 მოვიგეთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: საქართველო ადგილზეა – გადაჯდომა, მერე ავტობუსი და ნესტვედე

შეცდომების უფლება არ გვაქვს: ნაპოლი ვართ და არ უნდა გვეშინოდეს – ახალ მწვრთნელს ბარსასთან ფრე არ აწყობს