in ,

როდესაც სუსტი ხალხი ერთ ადგილშია: დრამა რომში – XXI ტური

სუპერმატჩი გამოდგა “რომა”-“იუვენტუსი”. გუნდებმა პირველ ტაიმში გოლები გაცვალეს. მეორე ნახევარში რომაელებმა მოახერხეს ორი გოლის გატანა და თითქოს ახლოსაც იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ “იუვემ” 7-წუთაინ მონაკვეთში მოახერხა ბედის შემობრუნება – 70-დან 77 წუთამდე ლოკატელიმ, კულუშევსკიმ და დე შილიომ სამჯერ გაიტანეს. მიუხედავად ამისა, “რომას” გადარჩენის შანსი მიეცა, მაგრამ პელეგრინიმ 83-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.

ჩემპიონობისკენ მიისწრაფვის “ინტერი”, რომელმაც მოახერხა და შინ “ლაციო” დაამარცხა და მერამდენე მატჩი მოიგო ზედიზედ, სათვალავიც აერია. მომდევნო ტურში კი სერიოზული გამოცდა ელის – სტუმრად “ატალანტასთან”.

იბრაჰიმოვიჩმა კი კიდევ ერთ სერიოზულ წარმატებას მიაღწია.

უნდა ითქვას ისიც, რომ იტალიაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. მომდევნო ორი ტურის მატჩებს 5 ათასზე მეტი მაყურებელი ვერ დაესწრება. იმედოვნებენ, რომ 6 თებევრლიდან შეძლებენ 50%-იან ზღვარს დაუბრუნდნენ.

„ინტერი“ 13 მატჩია ჩემპიონატში არ აგებს, აქედან 10 მოიგო.

„ინტერმა“ 20 ტურში 49 ქულა მოაგროვა პირველად 2007/08 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ გუნდი ჩემპიონი გახდა.

„მილანმა“ ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო, საერთო ანგარიში – 10:3.

იბრაჰიმოვიჩმა ტოპ 5 ლიგის 80 კლუბს გაუტანა გოლი. 21-ე საუკუნეში ასეთი რამ მარტო რონალდომ მოახერხა.

„იუვენტუსი“ 8 მატჩია არ აგებს – 6 მოგება და 2 ფრე.

„იუვეს მწვრთნელი ლანდუჩი: „სიცოცხლის 5-6 წელი დავკარგე“.

1999 წლის შემდეგ ეს არის “რომა”-“იუვენტუსს” შორის ყველაზე შედეგიანი შეხვედრა.

მოურინიოს გუნდმა ჟოზეს 1024-მატჩიან კარიერაში მეორედ წააგო, როდესაც 2 ბურთით იგებდა.

მოურინიოს გუნდმა 4 გოლი საკუთარ მოედანზე მეორედ წააგო შინ ჩატარებულ 502 მატჩში.

აბრაჰამს 14 გოლი აქვს გატანილ ყველა ტურნირზე. ეს საუკეთესო შედეგია ინგლისელებს შორის ტოპ 5 ლიგაში.

პირველად ამ კლუბის ისტორიაში, “რომას” სამი ინგლისელი ჰყავდა ძირითადში – სმოლინგი, მეიტლანდ-მაილსი და აბრაჰამი.

მოურინიო: „რომას“ გასახდელში ზედმეტად რბილი და სუსტი ხალხია. როდესაც უკანალში ხარ, ხასიათი უნდა გამოავლინო“.

შევჩენკოს „ჯენოას“ 6 წაგება და 0 მოგება აქვს ჩემპიონატის 9 მატჩში. კლუბმა შესაძლოა უკრაინელი დაითხოვოს.

“ნაპოლიმ” ზედიზედ მეშვიდედ დაამარცხა “სამპდორია” და თან 2-მატჩიანი მოუგებელი სერიაც შეწყვიტა.

იმობილეს 15+ გოლი აქვს ბოლო 6 სეზონში.

სერია ა – XXI ტური

ვენეცია – მილანი 0:3
ემპოლი – სასუოლო 1:5
ნაპოლი – სამპდორია 1:0
უდინეზე – ატალანტა 2:6
რომა – იუვენტუსი 3:4
ჯენოა – სპეცია 0:1
ინტერი – ლაციო 2:1
ვერონა – სალერნიტანა 1:2

10 იანვარი
ტორინო – ფიორენტინა
კალიარი – ბოლონია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეუფერებელი სხვაობა და გოლი ცენტრიდან – XXI ტური

Exclusive: მამუკა გორგოძე – როდესაც მოედანზე გავდიოდი, მქონდა განცდა თითქოს ჩემს ქვეყანას ვიცავდი