in ,

შეუფერებელი სხვაობა და გოლი ცენტრიდან – XXI ტური

გრანდებს შორის სხვაობა შეუფერებელია – 17 ქულა. “რეალი” დიდებულად თამაშობს, ახალგაზრდულ “ბარსელონას” კი სათანადო რელსებზე შედგომა უჭირს და სავარაუდოდ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მადრიდელებმა ბენზემას და ვინისიუსის წყვილი გოლებით მოუთავეს საქმე “ვალენსიას”, ხოლო “ბარსამ” 3 ქულა ვერ შეინარჩუნა გრანადაში და 10 კაცით დარჩენილმა ბოლოსკენ მაინც გაუშვა. კატალონიელთაგან გოლი ისევ ლუკ დე იონგმა გაიტანა (ზედიზედ მეორე მატჩში), ბებერმა დანი ალვეშმა კი პირველი ასისტი გააკეთა დაბრუნების შემდეგ. ესეც ბევრზე მეტყველებს – “ბარსელონას” მთავარო მეგოლე რომ ვიღაც დე იონგი იქნება, ვერ არის ესე იგი საქმე კარგად.

მესამე ადგილოსანი “ბეტისი” სამი მატჩია ვერ იგებს, ახლაც 10-კაციანმა გაუძლო “რაიოს”.
ისევ დამუხრუჭდა “ატლეტიკო”, თუმცა სტუმრად “ვილიარეალთან” ფრე ცუდ შედეგად ვერ ჩაითვლება. საინტერესოა, რომ მადრიდელმა ანხელ კორეამ გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა – მან ბურთი წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადაავლო.

„რეალი“ ანჩელოტის ხელში ლა ლიგის 27 საშინაო მატჩია არ აგებს. მშრალი სერია 423 წუთი გრძელდებოდა. ეს კარლოს დროს საუკეთესო შედეგია.

ბენზემამ „რეალში“ 301 გოლი გაიტანა 584 მატჩში. ამაზე მეტი მარტო რონალდოს, რაულს და დი სტეფანოს აქვთ.

ვინიუსის ანგარიშზე ამ ლა ლიგაში 12 გოლია. მეტი მარტო ბენზემას აქვს.

„ბარსელონა“ 8 გოლი გაიტანა თავით ამ ლი ლგაში. გასულ ჩემპიონატში 7 ასეთი გოლი იყო.

„ბარსელონა“ 6 ქულა დაკარგა 85-ე წუთის მერე გაშვებული გოლების გამო. უარესი შედეგი მარტო „კადისს“ აქვს.

„ბარსელონა“ არ აგებს 6 მატჩია: 3 მოგება და 3 ფრე. მომდევნო მატჩი „რეალთანაა“.

დანი ალვეშმა „ბარსელონას“ რეკორდი დაამყარა: მან ლა ლიგაში 38 წლის და 247 დღის ასაკში ითამაშა.

ჩავი: „ეს კინო უკვე იყო „ოსასუნასთან“. საციცოხლოდ მნიშვნელოვანი 2 ქულა დავკარგეთ. თუ „ბარსელონას“ სურს გაზრდა, დროა დავიწყოთ. გამოცდილება არ გვყოფნის“.

„ატლეტიკოს“ 4 წაგება, 1 მოგება და 1 ფრე აქვს ბოლო 6 მატჩში.

“ოსასუნამ” ჩემპიონატის მატჩი პირველად მოიგო ოქტომბრის შემდეგ.

“სევილიამ” ჩემპიონატში 6 თამაში მოიგო 1:0, რაც ყველაზე მეტია ტოპ 5 ჩემპიონტში.

“სევილიას” 20 მატჩის მერე 44 ქულა აქვს და ეს ამ გუნდის რეკორდია.

ლა ლიგა – XXI ტური

ლევანტე – მალიორკა 2:0
სოსიედადი – სელტა 1:0
გრანადა – ბარსელონა 1:1
რეალი – ვალენსია 4:1
რაიო ვალეკანო – ბეტისი 1:1
სევილია – ხეტაფე 1:0
ალავესი – ბილბაო 0:0
ოსასუნა – კადისი 2:0
ვილიარეალი – ატლეტიკო 2:2

10 იანვარი
ესპანიოლი – ელჩე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თბილისის დინამომ ლოკომოტივის ნახევარმცველი დაიმატა

როდესაც სუსტი ხალხი ერთ ადგილშია: დრამა რომში – XXI ტური