in

რა არის კონფერენს ლიგა? მათთვის, ვინც დაიბნა – განვმარტოთ

ქართული კლუბების მეტოქეები წლევანდელ ევროსეზონზე გარკვეულია. დებიუტი ექნება ახალ გათამაშებას – კონფერენს ლიგას ან კონფერენციის ლიგას, როგორც გნებავთ.
რა ტურნირია და როგორ ჩატარდება? შევეცადოთ გარკვევას.

ახალი ტურნირი ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში დამტკიცდა. უამრავი ინფორმაციისა და ევროთასების რეფორმების გამო შესაძლოა ზოგიერთი ცოტა დაბნეულიყო, საერთოდ რა არის ეს.

რა საჭიროა კონფერენს ლიგა?

კონფერენს ლიგა – მესამე ტურნირია ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის შემდეგ, რომელმაც უფრო განტვირთოს შედარებით მცირე ჩემპიონატის წარმომადგენლებისგან (ირლანდია, უნგრეთი ან ბულგარეთი, საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ). ხოლო ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ტრადიციული აუტსაიდერებისთვის შექმნას უფრო კონკურენტული გარემო წარმატების გარკვეული შანსით.

ევროპის ლიგა, ჩანაფიქრის მიხედვით, აღარ უნდა აღიქვან მეორეხარისხოვან ევროტურნირად. ახალი სისტემით ალბათ ვეღარ ვნახავთ „არსენალისა“ და „დანდალკის“ შეხვედრას. რადგან ჩემპიონთა ლიგის პირველსავე სტადიაზე გამოვარდნილი „დანდალკი“ პირდაპირ კონფერენს ლიგაზე წავიდოდა (2020/21 წლების სეზონში – მალტის, ლუქსემბურგის ისლანდიის, ლატვიის, სომხეთის, საქართველოს ჩემპიონებთან ერთად).

და რა, ახლა აქ მხოლოდ ირლანდიისა და ლუქსემბურგის გუნდები ითამაშებენ?

არც მთლად მასეა საქმე. რადგან მათ არც თუ მარტივი შესარჩევის გავლა მოუწევთ.

ვერცერთი გუნდი ვერ მოხვდება კონფერენს ლიგის ჯგუფში ავტომატურად. ყველამ უნდა გაიაროს ერთიდან ოთხამდე საკვალიფიკაციო რაუნდი, რომელიც გაყოფილია ორ გზად: ჩემპიონების და არაჩემპიონების.

2021/22 წლების სეზონიდან კონფერენს ლიგის შესარჩევი ტურნირი ყველაზე გრძელია ყველა ევროთასზე. მთლიანობაში – 286 მატჩი.

ამ შესარჩევი მატჩების დიდი უმრავლესობა კოეფიციენტების ცხრილში 32-დან 50-მდე ადგილებზე მყოფ ქვეყნების გუნდებს შორისაა (სამი გუნდი პირველ რაუნდში – თასის მფლობელი, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები – და კიდევ ერთი მეორე რაუნდში თუ ჩემპიონი წააგებს ჩემპიონთა ლიგაზე).

განსაკუთრებით დიდი შანსი აქვთ მცირე ქვეყნებს სწორედდ ჩემპიონების გზიდან. ვინც ჩემპიონთა ლიგის პირველ ან მეორე რაუნდში წააგებს (კოეფიციენტების ცხრილში მე-15-დან 51-ე ადგილამდე ქვეყნების ჩემპიონები – აქ ყველაზე ძლიერები არიან ჩეხეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის, სერბეთის ჩემპიონები) მიიღებენ შანს მოხვდნენ კონფერენს ლიგაზე.

ჩვეულებრივ კი აგებენ უფრო სუსტი გუნდები (მაგალითად, ესტონეთის, მონტენეგროს, უელსის, ისლანდიის ან თუნდაც საქართველოს წარმოამდგენლები). შესარჩევის რამდენიმე განშტოების შემდეგ ეს გუნდები გაითამაშებენ ძირითადი ტურნირის 5 ადგილს.

სად არიან ტოპ ლიგების გუნდები? ისინი საერთოდ იქნებიან?

აუცილებლად! კონფერეს ლიგაზე შესაძლებელია მოხვდნენ ტოპ 5 ჩემპიონატის მე-6-7 გუნდები. ისინი ჯგუფური ეტაპის წინ ბოლო საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთებიან.

2021/22 წლების სეზონში ითამაშებენ:

„ტოტენჰემი“ პრემიერლიგიდან;

„ბეტისი“ ლა ლიგადან;

„უნიონი“ ბუნდესლიგიდან;

„რომა“ სერია ა-დან;

„რენი“ ლიგა 1-დან.

სავარაუდოდ სწორედ ისინი, ევროპა ლიგის ჯგუფიდან გავარდნილებთან ერთად გახდებიან ტურნირის მოგების მთავარი პრეტენდენტები.

გარდა ხსენებული გუნდებისა, ტურნირზე გამოვლენ სხვა ცნობილი კლუბებიც – “ფეიენოორდი”, “ანდერლეხტი”, “აუსტრია”, “კოპენჰაგენი”, “ბაზელი”, ასევე “ფაკოშ ფერეირა”, “ვიტესი”, პაოკ, აეკ, “ლუცერნი”, “ტრაბზონი”, “გენტი”, “აბერდინი” და სხვები.

რა და როგორ იქნება კონფერენს ლიგაზე?

ახალი ტურნირი წააგავს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ნაზავს.

32 გუნდი ჯგუფურ ეტაპზე.

თითოეული თამაშობს 6 ტურს ევროპა ლიგის მატჩების დღეს.

ჯგუფის გამარჯვებულები – პირდაპირ 1/8 ფინალში.

მეორე ადგილი – 1/16 ფინალში ევროპა ლიგის ჯგუფების მესამეადგილოსნებთან.

ფინალი – „არენა კომბეტარეზე“ ტირანაში, სადაც ალბანეთის ნაკრები თამაშობს.

ფორმატი გასაგებია, როდის ითამაშებენ?

ერთ დღეს ევროპა ლიგასთან ერთად – შესარჩევ ეტაპზეც და ჯგუფურზეც.
ზაფხულში ბევრი არ გადაიკვეთება. კონფერენს ლიგისა (286 მატჩი) და ევროპა ლიგის შესარჩევი ტურნირი (ადრე 315 მატჩი – ახლა 48) მხოლდო 5 აგვისტოს დაემთხვევა. მაგალითად, 5 და 13 აგვისტოს ერთდროულად 38 მატჩისთვის თვალ-ყურის დევნება იქნება შესაძლებელი.

უფრო რთულადაა საქმე შემოდგომაზე. 2020/21 წლების სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის დროს ხუთშაბათობით 24 მატჩი იყო. ახალ სეზონში ყოველ ხუთშაბათს – 32 მატჩი იქნება.

საქართველო?

საქართველოდან ახალ ტურნირზე წინა ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ითამაშებენ.

კონფერენს ლიგაზე ვერცხლის მედალოსანი ბათუმის “დინამო”, მესამე ადგილზე გასული გორის “დილა” და თასის მფლობელი “გაგრა” მიიღებენ მონაწილეობას.
თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, თუმცა არ არის გამორიცხული ისიც მალე კონფერენს ლიგაზე აღმოჩნდეს.

ჯგუფში მოსახვედრად ქართულ კლუბებს 4 ეტაპის გადალახვა მოუწევთ, საიდანაც სამი საკვალიფიკაციო იქნება, ხოლო დასკვნით ეტაპს პლეი ოფი ეწოდება.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას უეფას საკლუბო რეიტინგში 29-55 ადგილებზე მყოფი ქვეყნების კლუბები მიიღებენ. საქართველო კი ამ რეიტინგში 44-ე ადგილზეა.

კონფერენს ლიგა: ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა?

ჩემპიონთა ლიგასთან არაფერ კავშირშია. კონფერენს ლიგა საერთოდ არ ეხება. ჩემპიონთა ლიგაზე უახლესი ცვლილებები ძალაშ 2024 წლიდან შევა შვეიცარიული სისტემით (მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარიული სისტემა იმოქმედებს როგორც ევროპა ლიგაზე, ასევე კონფერეც ლიგაზე).

ევროპა ლიგა უფრო პრემიალური გახდება. კონფერენს ლიგა მას განტვირთავს სუსტი ქვეყნების ჩემპიონებისგან და მისცემს შანსს უფრო სუსტ გუნდებს დანარჩენი ლიგებიდან. ჩანაფიქრის მიხედვით, კონფერენს ლიგის ჯგუფებიდან ისინი უნდა გავიდნენ, ვისთვისაც ევროპა ლიგაზე მოხვედრა – სუპერმიზანია (ალბათ ჩვენი თავიც ასეთებს უნდა მივაკუთვნოთ). ტურნირს კი ალბათ ისეთი მოიგებს, ვინც ევროპა ლიგის ჯგუფში ან თუნდაც პლეი-ოფში არ ჩაიკარგებოდა.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0