in ,

ჟილ ვისენტეს მწვრთნელი: აბურჯანიასთვის ნაკრებში გამოძახება საზიანოა

სანაკრებო პაუზა მიილია და ევროპაში საფეხბურთო ჩემპიონატები განახლდება, მათ შორის პორტუგალიის ჩემპიონატი. მომდევნო ტურში “ჟილ ვისენტე” სტუმრად “მორეირენშეს” დაუპირისპირდება.

მატჩამდე “ჟილ ვისენტეს” მთავარმა მწვრთნელმა რიკარდო სოარეშმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე, მათ შორის გიორგი აბურჯანიას შესახებაც ისაუბრა:

“აბუ არის ფეხბურთელი, რომლის მიმართაც დიდი ნდობა გვაქვს და მაღალი სათამაშო ხარისხი აქვს. ვფიქრობ ნაკრებში გამოძახება მისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის პრობლემაა, რადგან ამ დროს გუნდში ბევრს ვარჯიშს აცდენს. აქედან გამომდინარე მივიჩნევ, რომ მისთვის ნაკრებში გამოძახება საზიანოა”, – თქვა რიკარდო სოარეშმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის თანაგუნდელი: ჟორჟს უდიდესი ტალანტი აქვს – იგი დიდ ფეხბურთს ითამაშებს

ბარსელონეტამ დინამო გადაცურა: მორიგი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე