in ,

ვიდეო: აბურჯანიამ ბენფიკას გაუტანა

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში გიორგი აბურჯანიას “ჟილ ვისენტე” ლისაბონში პორტუგალიური ფეხბურთის გრანდს “ბენფიკას” დაუპირისპირდა და 2:1 მოუგო.

“ბენფიკას” დამარცხებაში თავის წვლილი ქართველმა ნახევარმცველმაც შეიტანა.

აბურჯანია “ჟილ ვისენტეს” ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე ზუსტი თავური დარტყმით გაიტანა. ამ გოლით ანგარიში 2:0 გახდა.

ჩვენიანი 87-ე წუთზე შეცვალეს და მატჩის მიწურულს “ბენფიკამ” ერთი გოლის გაქვითვაც მოახერხა.

ამ გამარჯვებით “ჟილ ვისენტეს” 33 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ქვილითაიას მორიგი გოლი კვიპროსში

შერმადინის მორიგი MVP ჩემპიონთა ლიგაზე