ფრანგი ჟურნალისტი რომენ მოლინა მოყვა, რომ პსჟ გულშემატკივრებს ატყუებს. ჟურნალისტმა მონაწილეობა მიიღო ედინსონ კავანის ბიოგრაფიის დაწერაში და ერთ-ერთ ქვეთავში პსჟ-ს ხელმძღვანელობა ტყუილში დაადანაშაულა.
„რამდენიმე წლის წინ, როდესაც კავანი პსჟ-ში იყო, ფეხბურთელების ავტოგრაფებიან მაისურებს სინამდვილეში კლუბის თანამშრომლები აწერდნენ ხელს და არა თავად ფეხბურთელები. გამონაკლისი მხოლოდ კავანი იყო, რომელიც ითხოვდა, რომ ამას დამოუკიდებლად გააკეთებდა“, – თქვა მოლინამ.
ამჟამად პარიზელები ოფიციალურ საიტზე მეკარე კეილორ ნავასის მაისურს ავტოგრაფით 1500 ევროდ ყიდიან.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings