in

ბარსელონა ქომაგებს მოედანთან დამარხავს

„კამპ ნოუზე“ რეკონსტრუქციის შემდეგ ფანებისთვის ფერფლის ადგილი გამოინახება.

180 კვ/მ ფართობის მემორიალური სექტორი გათვალისწინებულია იმისთვის, რათა „ბარსელონას“ გულშემატკივრებს პატივი მიაგონ. კოლუმბარიუმი მოედნიდან სულ რამდენიმე მეტრში იქნება.

პროექტი ითვალისწინებს 9000 ექსკლუზიური დაფის განთავსებას ჯერაც ცოცხალი გულშემატკივრებისთვის, ასევე 26600 ადგილი გამოიყოფა კოლუმბარიუმში ურნებისთვის.

„ურნები დაიმალება დიდი ფრესკებით, რომელზეც აღიბეჭდება კლუბის 125-წლიანი ისტორიის გამოსარჩევი მომენტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ურნის განთავსების ღირებულებაა 250-დან 6000 ევრომდეა (ვადის მიხედვით). სამახსოვრო დაფები 300 ევრო დაჯდება.

ნოემბრის პირველ ორ კვირაში კლუბის წევრებს შეუძლიათ ადგილების აღება, მერე კი ფართო პუბლიკისთვისაც გაიხსნება გაყიდვები.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა და მამარდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში

დაძმობილდნენ: უეფა და France Football ოქროს ბურთს ერთად ჩაატარებენ