in ,

პირველად 19 წელიწადში: ბარსა შეწყდა და ჩემპიონობა კი არა, ოთხეულს უნდა მიხედოს

„ბარსელონამ“ მოულოდნელად წააგო ჩემპიონატის მატჩი ერთ-ერთ აუტსაიდერ „კადისთან“ 0:1 და მთელი 15 ქულით ჩამორჩება ლიდერ „რეალს“. თუმცა ლიდერთან ჩამორჩენა რა მოსატანია, „ბარსას“ ჯერ ოთხეულიც არ აქვს განაღდებული. კატალონიელებს 60 ქულა აქვთ ისევე როგორც „სევილიასა“ და „ატლეტიკოს“ (თუმცა ერთი თამაში აქვს თადარიგში), ხოლო მე-5 ადგილზე მყოფ „ბეტისს“ 3 ქულით უსწრებს, „სოსიედადს“ 5 ქულით. შესაბამისად დაძაბული ბრძოლებია მოსალოდნელი და უკვე მომდევნო ტურში, როდესაც „ბარსა“ სტუმრად მიდის სწორედ „სოსიედადთან“. ამ შეხვედრაში ფეხის დაცდენა კი შესაძლოა ძალიან ძვირი ღირდეს.

„ბარსელონამ“ ლა ლიგაში პირველად წააგო დეკემბრის შემდეგ, შეწყდა 15-მატჩიანი სერია.

„ბარსელონამ“ ზედიზედ 2 საშინაო მატჩი პირველად წააგო 19 წელიწადში.

„ბარსელონა“ „კადისს“ ვერ უგებს ზედიზედ 4 მატჩია – 3 წაგება და 2 ფრე.

„კადისის“ მწვრთნელი: “ეს სასწაულს უდრის, საწვავია ჩვენთვის. მეტის გატანაც შეგვეძლო“.

ჩავი: „ბარსელონა“ ფაქტობრივად დაემშვიდობა ჩემპიონობის შანსს. უკეთესები უნდა გავხდეთ“.

ბუსკეტსი ინიესტას დაეწია „ბარსელონაში“ ჩატარებული მატჩების რაოდენობით – წინ ჩავი და მესი არიან.

ბუსკეტსი: „წინ 7 ფინალია, „ბარსამ“ ყველა უნდა მოიგოს“.

„რეალმა“ 6 მატჩში 7 ქულა უნდა მოაგროვოს., რათა ჩემპიონობა გაინაღდოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენო ბიჭუნა, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ: რონალდოს ახალშობილი ბიჭი გარდაიცვალა

კვარაცხელიას შოუ ბათუმში: გორელთა გამარჯვება და დინამოს მორიგი დაკარგული ქულები