in ,

მსაჯის შეურაცხყოფისთვის სამტრედია დასაჯეს: 3 მატჩი ქომაგის გარეშე

საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გუნდი დასაჯა.

კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ “სამტრედია” მომდევნო 3 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს. ამის გარდა, კლუბს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს.

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ს.კ. “სამტრედიას” დაეკისრა ფულადი ჯარიმა და ეროვნული ლიგის მომდევნო 3 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს”, – წერია კლუბია მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სადისციპლინო კომიტეტის ეს გადაწყვეტილება საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში მომხდარი ინციდენტითაა გამოწვეული. 12 მაისს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, “სამტრედიისა” და ბათუმის “დინამოს” შეხვედრა შედგა (0:2). 28-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა, არსენ ნონიკაშვილმა, მცველი შალვა ნადირაძე გააძევა, რასაც გულშემატკივრის პროტესტი მოჰყვა. მათ მატჩის მთავარ არბიტრს ბოთლები და სხვა საგნები ესროლეს.

ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ლიგაში 14 ტურია გასული. “სამტრედიას” 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის სამუდამო რეკორდი დაამხო

ატლეტიკო ჩემპიონია