in ,

მფრინავი ჯოვინო: სეზონის პირველი ფრე ეროვნულ ლიგაში

ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” crystalbet ეროვნული ლიგის მე-4 ტური დაიწყო და მიმდინარე სეზონში პირველი ფრეც დაფიქსირდა.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა თასის მოქმედ გამარჯვებულ “საბურთალოს” უმასპინძლა და 2:2 დასჯერდა.

პირველი ტაიმი საკმაოდ ნელ ტემპში წარიმართა. ტაქტიკურად ლევან კორღალიძის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა და ბათუმელ შეტევებს არაფრის საშუალებას აძლევდა.

24-ე წუთზე ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ თავი შეუძლოდ იგრძნო. მას სუნთქვის პრობლემები შეექმნა და შესაცვლელი შეიქმნა.

ანგარიში თბილისელებმა გახსნეს. შეიძლება ითქვას, ბათუმლებმა გოლი თავადვე მოიგონეს საკუთარ კარში. ლაზარე კუპატაძეს პასი გუგა ფალავანდიშილზე შოთა ნონიკაშვილმა ჩაჭტრა, რომელმაც ირაკლი სიხარულიძეს გადააწოდა და “საურთალოს” შემტევსაც გატანა აღარ გასჭირვებია.

ბათუმის “დინამომ” ანგარიში 37-ე წუთზე გაათანაბრა. გიორგი ზარიას ჩაწოდების შემდეგ, ჯოვინო ფლამარიონი საჯარიმოში შეფრინდა და ჰაერიდან აუღებელი დაურტყა ოთო გოშაძეს. ჯოვინომ მეოთხე შეხვედრაში მეოთხე გოლი გაიტანა და წესით მარტის სანაკრებო მატჩებში ის სანიოლის სიაში უნდა მოხვდეს, რადგან მას უკვე საქართველოს მოქალაქეობა აქვს.

მეორე ნახევარი უფრო მაღალ ტემპში დაიწყო. 65-ე წუთზე “საბურთალო” ისევ წინ გავიდა. თბილისელები შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა.

გეგუჩაძის გუნდმა მეორედაც გაათანაბრა. ამჯერად თავი შეცვლაზე შესულმა ირაკლი ბიძინაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ფრე დააფიქსირა – 2:2.

გუშინ, ქუთაისში “ტორპედოსა” და თბილისის “ლოკომოტივის” შეხვედრაც უნდა გამართულიყო, მაგრამ მატჩი დიდთოვლობის გამო გადაიდო.

ორშაბათი, 14 მარტი
სამგურალი – სიონი
დინამო თბილისი – დილა

სამშაბათი, 15 მარტი
გაგრა – თელავი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სოლომან მანაშვილი და გიორგი ელბაქიძე ევროპის ჩემპიონები არიან

As.com: პოზიციას სწორად არჩევდა, სოლიდური იყო, მაგრამ კინაღამ სულელური გოლი გაუშვა