in

ქართველები თურქულ შეკრებაზე: ჩაბრაძის პასები და დინამოს მარცხი

ქართული კლუბები ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. ბევრი ჩვენი კლუბი თურქეთშია შეკრებაზე და საკონტროლო მატჩებს მართავს.

თბილისის „დინამომ“ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი ლატვიის ვიცე-ჩემპიონ „რიგასთან“ გამართა და წააგო – 1:4
მეტოქემ 4 უპასუხო გოლი პირველივე ტაიმში გაიტანა. თანაც პენალტიც გააფუჭეს, ბურთი „დინამოს“ მეკარემ კუტალაძემ მოიგერია.

მეორე ტაიმი თბილისელებმა შედარებით უკეთ ჩაატარეს, მაგრამ მხოლოდ ერთი ბურთი შეაგდეს. 56-ე პენალტი დავით სხირტლაძემ გამოიყენა.

ფოთის „კოლხეთმა“ მეორე ამხანაგური მატჩი ხარკოვის „მეტალისტი 1925“-თან ფრედ დაასრულა – 1:1.
პირველი მატჩი ფოთელებმა უზბეკურ „სურხონთან“ 0:4 წააგეს. ამჯერად, უფრო ძლიერ გუნდთან გაცილებით უკეთ ითამაშეს. 68-ე წუთზე დათა სიჭინავამ პენალტით გაათანაბრა.

მესამე საკონტროლო მატჩს ფოთის „კოლხეთი“ 11 თებერვალს მონტენეგროს „იედინსტვოსთან“ გამართავს.

ბათუმის „დინამომ“ მორიგი მატჩი „ლიეპაიასთან“ გამართა და გოგა ჩაბრაძის პასებით დაამარცხა – 3:0.
ჩაბრაძემ სამი საგოლე პასი მიითვალა. ანგარიში უკვემე-2 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა. 30-ე წუთზე ჩაბრაძემ ზუსტი პასით პაატა ღუდუშაური გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე, რომლის დარტყმული ზუსტი გამოდგა.
76-ე წუთზე ჩაბრაძემ მეტოქის საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა, მეტოქეს ბურთი აართვა და ცარიელი კარის წინ გიორგი ზარიას გადააწოდა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

ბათუმის „დინამო“ კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 13 თებერვალს ტაშკენტის „ფახთაქორს“ ეთამაშება, ხოლო 16 თებერვალს ყაზახურ „აკსუსს“.

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა „სამტრედიამ“ პირველი ამხანაგური მატჩი უზბეკურ კლუბთან, ტაშკენტის „ლოკომოტივთან“ გამართა და 0:2 დამარცხდა.
„სამტრედიას“ უზბეკურმა კლუბმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანა.

თურქეთში მყოფმა წყალტუბოს „სამგურალმა“ ერთდღიანი დასვენების შემდეგ ვარჯიში განაახლა. გიორგი ჭელიძის გუნდი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას უკრაინულ „კოლოსთან“ გამართავს. მატჩი 10 თებერვალს გაიმართება.
„სამგურალი“ და „კოლოსი“ თურქულ შეკრებაზე ერთმანეთს გასულ წელსაც შეხვდნენ და ფრედ 0:0 ითამაშეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლაკვეხელიანი მეზოკოვეშდიდან წამოვიდა და თავისუფალი აგენტია: გული მწყდება, რომ დრო დავკარგე

საბა ლობჟანიძის ჰათაისპორი ჩემპიონატში აღარ ითამაშებს