ავსტრალიის ჩემპიონატის A ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში ბექა მიქელთაძის “ნიუკასლ ჯეტსმა” “ველინგტონ ფენიქსი” დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
მიქელთაძე “ნიუკასლის” ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე გატანაც მოახერხა. ქართველმა თავდამსხმელმა ჯერ მცველი მოატყუა და შემდეგ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
ეს ბექა მიქელთაძის მე-9 გოლია ავსტრალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში.
16 ტურის შემდეგ, “ნიუკასლ ჯეტს” 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ქართველის გუნდი 25 მარტს, “სიდნეის” წინააღმდეგ გამართავს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings