in ,

მიქაუტაძის საკითხი მოგვარებულია: ხიზანიშვილი ნაკრებში სიურპრიზს აანონსებს

დღეს, პირველი არხის სპორტულ გადაცემაში “ტაიმაუტი” სტუმრობისას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის ხიზანამ გიორგი მიქაუტაძის შესახებაც გააკეთა კომენტარი. როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი აღნიშნავს, მიქაუტაძის მოქალაქეობის საკითხი მოგვარებულია და დიდი ალბათობით ის საქართველოს ნაკრებს მარტის მატჩებში დაეხმარება.

მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ, უნგრეთში ბუდუმაც გაიტანა

“ბოლო ინფორმაციით, ყველაფერი მოგვარებულია – მოქალაქეობაც. ასე რომ, თუ სხვა რამემ ხელი არ შეგვიშალა, მიქაუტაძე, რა თქმა უნდა, განიხილება. მეც მახარებს ეს ფაქტი, რადგან ახალი ფეხბურთელია ჩვენთვის. მის რამდენიმე თამაშს ვუყურე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ცოტა ისეთ გუნდში თამაშობს, მაგრამ როცა ამდენ გოლს იტანს, არ შეიძლება, რომ ვინმემ ყურადღება არ მიაქციოს”, – ამბობს ზურაბ ხიზანიშვილი.

ხიზანიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში საქართველოს ჩემპიონატიდანაც ბევრი ფეხბურთელი იქნება.

პატარა სიურპრიზი იქნება, რომ მარტის სანაკრებო შეკრებაზე მოთამაშეებს საქართველოს ჩემპიონატიდანაც მივიწვევთ. ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლისა და ჩემი დანიშვნის შემდეგ ყურადღება ადგილობრივ ფეხბურთელებზე გავამახვილეთ, თამაშებს დავესწარით – ჩემი სურვილიც არის და სუბიექტური მოსაზრებაც, რომ ნაკრებში ძირითადი შევსება ეროვნული ჩემპიონატიდან მივიღოთ. გასაგებია, რომ ფსონი ლეგიონერებზეა გაკეთებული, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატიდანაც რამდენიმე მოთამაშე უნდა გვყავდეს. როდესაც ადგილობრივი ჩემპიონატში ვინმე გაიბრწყინებს, ეროვნულ ნაკრებში უნდა გამოვიძახოთ”, – აღნიშნა ზურაბ ხიზანიშვილმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Exclusive: დინამო ყოველთვის ცუდად იწყებს სეზონს, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდება: გიორგი ნემსაძე

რეალის ფეხბურთელები ხორცის ჭამას მოუკლებენ: კლუბის პარტნიორი ვეგანური ხორცის მწარმოებელი გახდა