in ,

მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ, უნგრეთში ბუდუმაც გაიტანა

გუშინ ხანგრძლივი უგოლო სერია შეწყვიტა ბუდუ ზივზივაძემ. “ფეჰერვარის” 26 წლის ქართველმა ფორვარდმა უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა.

24-ე ტურის შეხვედრაში “ფეჰერვარი” “პაკშს” დაუპირისპირდა და ფრეს 2:2 დასჯერდა. მასპინძლები შეხვედრას 2:0-ს იგებდნენ. “ფეჰერვარი” მე-11 წუთზე პეტრიაკმა დააწინაურა, 64-ე წუთზე კი, ბუდუ ზივზივაძემ ზუსტი თავური დარტყმით თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

“ფეჰერვარმა” მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ მოახერხა და მხოლოდ ქულა მოიპოვა. ზივზივაძე “ფეჰერვარის” ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. ქართველ ფორვარდს მიმდინარე სეზონში უნგრული გუნდის მაისურით 21 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 5 გოლი და 6 საგოლე პასია.

24 ტურის შემდეგ, “ფეჰერვარს” 37 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ “ფერენცვაროშს” 20 ქულით ჩამორჩება.

მორიგი გოლი გაიტანა ბელგიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში გიორგი მიქაუტაძემ. მისმა “სერენმა” “მოლებეკი” 4:2 დაამარცხა. რა თქმა უნდა, სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო 20 წლის ქართველი ფორვარდი და გაიტანა კიდეც. ეს ჟორჟისთვის მიმდინარე სეზონში მე-20 გოლია და ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.

ნინუამ თასზე შეაგდო და ნახევარფინალშია, ლობჟანიძემ გალათასარაის გაუტანა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაშია ლოკომოტივში ითამაშებს

ვითარება ქართულ რაგბიში – ინტერვიუ მალხაზ ურჯუკაშვილთან