in ,

საბას და ხვიჩას პასები და ყოჩაღ ბუდუ: ზედიზედ სამჯერ სიმბოლურში

თურქეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში საბა ლობჟანიძის „ჰათაისპორი“ სტუმრად „გაზიანთეფს“ დაუზავდა – 2:2.
30-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ქართველმა შეიტანა. გოლი მაროკოელმა აიუბ ელ-კააბმა ლობჟანიძის პასით გაიტანა.
27 წლის ქართველმა ამ სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, ჩვენიანს 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს.
„ჰათაისპორი“ 43 ქულით მე-8 ადგილზეა და ზედა სამეულთან 4 ქულა აშორებს.

კარგი თამაში ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიასაც. ყაზანის „რუბინი“ „ახმატს“ ესტუმრა და 2:1 მოუგო. ხვიჩა ძირითადში იყო, ის 71 წუთზე შეცვალეს.
50-ე წუთზე კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე გაიქცა და საჯარიმოში ძლიერად დაარტყა, სადაც ბურთს ფეხი ლისაკოვიჩმა დაახვედრა და ბურთი ბადეში აღმოჩნდა.
პირველ ტაიმში ჩვენიანს ეუხეშნენ და მოედანზე დაბრუნება ექიმების დახმარების შემდეგ შეძლო.
შეგახსენებთ, ხვიჩამ წინა ტურშიც საგოლე პასი გააკეთა.
ყაზანელებმა 20 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე არიან.

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში ისევ შეიყვანეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
გაგახსენებთ, „უიპეშტმა“ „პუშკაშ აკადემიას“ უმასპინძლა. ზივზივაძემ ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი საგოლე გადაცემაც გააკეთა და მისმა გუნდმა 2:1 მოიგო. ჩვენიანს ახალ გუნდში სამ შეხვედრაში 4 გოლი აქვს.
გამოცემა csakfoci-მ 27 წლის ქართველი თავდამსხმელი ტურის სიმბოლურში ზედიზედ სამჯერ დაასახელა. ბუდუ პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ევროპული ქვეყნის ჩემპიონატში ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ სამჯერ შეიყვანეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკვე ოფიციალურად: ფიფამ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს კონტრაქტის გაწყვეტის უფლება მისცა

ქალები მოედანზე უმიზნოდ დაეხეტებოდნენ: პირველი ქალთა გუნდი – როგორ შეიქმნა და რა გამოხმაურება მოჰყვა