in ,

ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო, ბუდუმ ისევ გაიტანა

საკმაოდ საინტერესო, შედეგიანი და ამავდროულად სამწუხარო იყო ქართველი ლეგიონერებისთვის გასული უქმეები. უნგრეთში ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო გატანა, მაგრამ ეს ყოველივე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ჩაკვეტაძის მორიგმა ტრავმამ გადაფარა. ასევე ფეხი მოიტეხა გიორგი წიტაიშვილმა.

5 ქართული გოლი ევროპაში და კვარაცხელიას შოუ მოსკოვში

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ოთარ კაკაბაძის “ტენერიფე” “სარაგოსასთან” 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრი მასპინძელთა თადარიგში იყო და მოედანზე არ გასულა.

გიორგი აბურჯანიას “კარტახენა” გასვლაზე “მალიორკას” შეხვდა და 1:2 წააგო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი მაკარიძის “ალმერიამ” “ჟირონა” გასვლაზე 1:0 დაამარცხა. მაკარიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრაში სამი “სეივი” შემოგვთავაზა.

საფრანგეთის თასის 1/16 ფინალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ჯაბა კანკავას “ვალენსიენმა”, რომელიც “მეცთან” 0:4 განადგურდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.

ბელგიის მეორე ლიგაში გიორგი მიქაუტაძის “სერენი” “ვესტერლოსთან” ფრეს 1:1 დასჯერდა. მიქაუტაძე ძირითადში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.

უნგრეთში ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის “ფერენცვაროშმა” გასვლით შეხვედრაში “ზალაეგერშიგთან” ფრე 2:2 ითამაშა.ორივე ქართველი ძირითადში იყო. ხარაიშვილი 66-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დვალმა სრულად ითამაშა.

მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა ბუდუ ზივზივაძემ. მისმა “ფეჰერვარმა” “ბუდაფოკს” 2:1 მოუგო. შეხვედრაში ანგარიში 26 წლის ქართველმა ფორვარდმა გახსნა, რომელმაც ცხრიანში ჩაუსვა მეკარეს.

წლევანდელი სეზონით უკმაყოფილო ვარ, მუდამ მაქსიმუმს ვითხოვ: ბუდუ ზივზივაძე

პოლონეთში ნიკა კაჭარავასა და ნიკა კვეკვესკირის “ლეხი” “პოგონს” დაუპირისპირდა და 1:0 მოუგო. კვეკვესკვერი მატჩი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჩაერთო. კაჭარავა ტრავმირებულია და არ თამაშობს.

ვაკო გვილიამ კი შეუვლელად ითამაშა “ლეგიას” შემადგენლობაში და “შლიონსკის” 1:0 მოუგო.

ავსტრიაში ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის “ვოლფსბერგმა” “რიდი” 4:0 დაამარცხა. ორივე ქართველი თადარიგში იყო.

თურქეთში საბა ლობჟანიძის “ანკარაგუჯუმ” “ქარაგიუმრუქს” 1:0 მოუგო. საბა ძირითად შემადგენლობაში იყო და საგოლე პასიც მის ანგარიშზეა.

საბა კვირკველიას, ზურიკო დავითაშვილის, ნიკა ყიფიანისა და გიორგი არაბიძის “როტორმა” “ხიმკის” უმასპინძლა და ჰაერივით საჭირო 2 ქულა დაკარგა. დავითაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ყიფიანი 73-ე წუთზე შეცვალა ბათუმის “დინამოს” ექსშემტევმა ჯოვინო ფლამარიონმა, ხოლო არაბიძე და კვირკველია სათადარიგოთა შორის იყვნენ.

ჯიმი ტაბიძემ (“უფა”) შეუცვლელად ითამაშა “ურალთან” სტუმრად ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი “ანორთოსისი” (გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია) საჩემპიონო ჯგუფის II ტურში “ომონიას” ესტუმრა და დამსახურებული ქულა აიღო. ოთხივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო. 89-ე წუთზე ქეცბაიამ ქვილითაია შეცვალა.

ნიკა ნინუას პაოკ-მა “არისს” უმასპინძლა და ფრეს (2:2). ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო.

ნინუამ თასზე შეაგდო და ნახევარფინალშია, ლობჟანიძემ გალათასარაის გაუტანა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრეზიდენტობის პირველი ვადა: რა ხდებოდა ბარსაში ლაპორტას დროს

მოდი, გავაოგნოთ სამყარო: ლივერპულის ფანები მბაპეს ტრანსფერისთვის ფულს აგროვებენ