in

ქალები მოედანზე უმიზნოდ დაეხეტებოდნენ: პირველი ქალთა გუნდი – როგორ შეიქმნა და რა გამოხმაურება მოჰყვა

ინგლისური კლუბი „პრესტონ ნორდ ენდი“ პირველი გახდა, რომელმაც ქალებს უფლება მისცა ფეხბურთის მატჩებზე ეარათ. თუმცა ეს უბრალოდ არ გაკეთებულა: ფუნქციონერები შიშობდნენ, რომ ტრიბუნებზე შეტაკებები მოხდებოდა, ამიტომაც გადაწყვიტეს ასეთი ცვლილებები შეეტანათ. მანდილოსნებისთვის შესვლა უფასო იყო. 1885 წლის თამაშზე დაახლოებით 2 000 გოგო მივიდა.

9 წლის შემდეგ, საშუალო კლასის წარმომადგენელმა და ფემინისტმა ნეთი ჰანიბოლმა (ნამდვილი სახელი დღემდე უცნობია – პირველ ფოტოზე ზედა რიგში, მარცხნიდან მეორე) გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება ქალთა საფეხბურთო გუნდის „ბრიტანელი ლედი“ შექმნაზე. მან 30 გოგონა შეკრიბა და უკვე 1895 წლის მარტში სტადიონ „კროუჩ ენდზე“ შედგა პირველი მატჩი ჩრდილოეთ და სამხრეთ ლონდონის გუნდებს შორის (ჩრდილოელებმა 7:1 მოიგეს). თამაშამდე ერთი დღით ადრე გაზეთ Daily Graphic-ში აგიტაციური კამპანია გაიმართა, რომელიც მოუწოდებდა ეჩვენებინათ, რომ ქალებსაც შეეძლოთ „მამაკაცური თამაში“.

ქალების სანახავად 10 ათასი ადამიანი შეგროვდა. მათ შორის ჟურნალისტებიც იყვნენ, ამიტომ არქივში ამ შეხვედრის შესახებ ცნობებიც მოიპოვება.

Jarrow Express, 29 მარტი 1895:
„ყოველთვის საინტერესო სანახავია, როდესაც ქალები არაქალურ რაღაცეებს აკეთებენ, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მატჩს 10 ათასი ადამიანი ესწრებოდა. მათგან ძალიან ცოტას სურდა, რომ მათი დები ან ქალიშვილები ყოფილიყვნენ საფეხბურთო მოედანზე“.

Daily Sketch, 27 მარტი 1895:
„აზრმოკლებულია იმ პიესის აღწერა, რომელიც ვიხილეთ. პირველივე წუთები საკმარისი იყო იმის გასაგებად, რომ ქალები ფეხბურთიდან სრულიად მოკვეთილები არიან. ფეხბურთი ითხოვს სისწრაფეს, აზროვნებას, მოქნილობას და სხვა თვისებებს. არცერთი ეს თვისება არ გვინახავს შაბათს. ქალბატონები უმიზნოდ დაეხეტებოდნენ მოედანზე და მეორე ტაიმში კარის შეცვლაც კი დაავიწყდათ“.

Manchester Guardian, 29 მარტი 1895:
„მათმა ჩაცმულობამ დიდი ყურადღება მიიპყრო: ერთი ან ორი ქვედაბოლო პანტალონების ზემოდან. არა მგონია, რომ ქალთა ფეხბურთმა უამრავი თაყვანისმცემელი მოიხვეჭოს“.

Sportsman:
„კი, მამაკაცები უფრო სწრაფად ირბენდნენ და დაარტყამდნენ, მაგრამ არა მგონია, რომ „ბრიტანელი ლედი“ ასეთ კრიტიკას იმსახურებდეს სტატიებში, რომლებიც ხნიერმა კაცებმა დაწერეს და თითქოს ფეხბურთს თანაუგრძობენ“.

ამის შემდეგ კლუბმა რამდენიმე საქველმოქმედო მატჩი გამართა სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ საკმაოდ მალე გოგონა-ფეხბურთელების ინტერესი გაქრა.

ჩვენს დროში კი ქალი ფეხბურთელები ითხოვენ, რომ მათი ანაზღაურება მამაკაცთა ფეხბურთს გაუთანაბრდეს. ფეხბურთში კი რამხელა ფული ტრიალებს და რა ხელფასებზეა საუბარი, ამას შეხსენება არ სჭირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბას და ხვიჩას პასები და ყოჩაღ ბუდუ: ზედიზედ სამჯერ სიმბოლურში

ორი ოქროს შანსი: შოტაძე და სოლოღაშვილი ფინალში არიან