in

ჯოკოვიჩი მეხუთედ, ქალები პირველად: სპორტული ოსკარები დარიგდა – ვინ მოიგო Laureus-ის პრიზი

მადრიდში Laureus-ის პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართა. ამ ჯილდოს არაოფიციალურად „სპორტულ ოსკარს“ უწოდებენ და მას წლის საუკეთესო სპორტსმენებს აძლევენ.

„წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი“ გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მან აჯობა ლეო მესის და ერლინგ ჰოლანდს. ასევე მოიტოვა მონდო დუპლანტისი (მძლეოსნობა), ნოა ლაილსი (მძლეოსნობა) და მაქს ფერსტაპენი (ფორმულა 1).

გასულ სეზონში ჯოკოვიჩმა ოთხი „დიდი სლემიდან“ სამი მოიგო და მხოლოდ უიმბლდონის ფინალი წააგო.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩი კარიერაში მეხუთედ გახდა „სპორტული ოსკარის“ მფლობელი.

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი აიტანა ბონმატი.
ბონმატი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ასევე მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. 2023 წელს მას „ოქროს ბურთიც“ მისცეს.

წლის გუნდად აღიარეს ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები. საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა „წლის გუნდი“ ქალთა გუნდი გახდა. თანაც ნახეთ რა გუნდებს აჯობა – „სიტის“, ევროპის ნაკრებს გოლფში, გერმანიის კალათბურთელთა ნაკრებს, სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრებს და „ფორმულა 1“-ის „რედ ბულს“.

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის გარღვევა“. აქამდე არასდროს მოუგია ეს ნომინაცია ფეხბურთელს.

ლეგენდარულ ამერიკელ ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილსს მისცეს პრიზი „წლის დაბრუნება“. მან ორწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა კარიერა და 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი მოიგო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მართალი ვიყავი საკუთარ თავთან… ამას არ უნდა ვეცდუნებინე…

მივცეთ ხმა თოკოს: შენგელია ევროლიგის სიმბოლურში შეიძლება მოხვდეს