in

რეალის ფეხბურთელები ხორცის ჭამას მოუკლებენ: კლუბის პარტნიორი ვეგანური ხორცის მწარმოებელი გახდა

მადრიდის „რეალმა“ კომპანია Meatless Farm-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული კომპანია მცენარეული ნედლეულით ვეგანური ხორცის წარმოებითაა დაკავებული.

მადრიდულმა კლუბმა „ტვიტერზე“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ახალი შეთანხმების შესახებ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა განაცხადა.

კომპანიასთან ერთად კლუბი საზოგადოებას ხორცის მოხმარების შემცირების აუცილებლობას შეახსენებს და ამ პრობლემასთან დაკავშირებით ცნობადობას გაზრდის.

გარდა ამისა, „რეალის“ მოთამაშეები რაციონში ხორცს თავადაც შეამცირებენ და შემდეგ თავის გამოცდილებას ფანებს გაუზიარებენ.

„ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში სასიკეთო ცვლილებები გამოვიწვიოთ. უკეთესი სამყაროს შექმნაში ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ“, – განაცხადა „რეალის“ დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის საკითხი მოგვარებულია: ხიზანიშვილი ნაკრებში სიურპრიზს აანონსებს

ანდრია ბითაძე: როტერდამში ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად გადავიღალეთ და მატჩები ჩაგვივარდა