in

მეხუთე დივიზიონში სათამაშოდ მოვიდა და ვალენსიას მფარველ ანგელოზად იქცა – ესპანური მედია

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” მეკარეს გიორგი მამარდაშვილს ესპანურ მედიაში მორიგი საქებარი სიტყვები მიუძღვნეს. ამჯერად, მამარდას შესახებ ესპანური Eldesmarque.com აქებს.

“გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ძალიან დიდი სიურპრიზია. ბოლო მატჩებში ის ბორდალასის გუნდის მფარველი ანგელოზიც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილს ლა ლიგაში რამდენიმე მატჩიანი ჩავარდნა ჰქონდა, ბოლო შეხვედრებში და წაგებულ კოპა დელ რეის ფინალშიც “ვალენსიას” მთავარი გმირი იყო.

გიორგიმ 20 თამაშში 9-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა, როცა მის გარეშე ჩატარებულ 23 შეხვედრაში “ვალენსიამ” კარი მშრალად მხოლოდ 5-ჯერ შეინახა.

მამარდაშვილმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მეხუთე დივიზიონში სათამაშოდ მოვიდა”, – უწერიათ ესპანელ ჟურნალისტებს.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0