in

მესის ბარსელონური კარიერა ფოტოში: ლეგენდარული აღნიშვნები, ოქროს ბურთები, MSN და რბოლა რონალდოსთან

რთულად დასაჯერებელი რამ მოხდა: მესი „ბარსელონადან“ მიდის. ალბათ ყველა ქომაგის გონებაში დარჩება მესის თამაში და ეპიზოდები საყვარელ კლუბში. ჩვენც გავიხსენოთ.

2005 წლის 1 მაისი. არგენტინელი ბიჭი სახელად ლეო 30-ე ნომრით რონალდინიოს პასით ლამაზად იტანს გოლს ე.წ. პარაშუტი დარტყმით. ეს იყო პირველი გოლი „ბარსელონაში“.

2005 წელს მესის მარტო Golden Boy-ის ანდობდნენ. „ოქროს ბურთამდე“ 4 წელი რჩებოდა.

მესის გოლი მარადონას რეჟიმში, როდესაც მთელი „ხეტაფე“ მოატყუა.

კიდევ ერთი მარადონული – მესის ხელით გააქვს „ესპანიოლის“ კარში 2006-ში.

20 წლის მესის ჰეთ-თრიქი „რეალთან“ 2007-ში – 3:3, კასილიასი ლეოსგან ყოველი გაშვებული გოლის შემდეგ უბრალოდ ხელებს შლიდა.

და აი „ოქროს ბურთიც“ 2009-ში. თითქმის ორჯერ გაასწრო რონალდოს და ჩავის.

ზოგს 6 ჩვეულებრივი ბურთიც არ აქვს, მესის კი 6 „ოქროს ბურთი“ აქვს.

მესის ლიგის ფინალში „მანჩესტერთან“ 2:0 – აფრინდა და თავით გაუშვა როგორც რონალდომ იცის.

მორიგი გოლი „რეალთან“, მაგრამ ამ ჯერზე მთელი მოედანი გადაიარა, 2011 წლის გაზაფხული, ჩემპიონთა ლიგა.

„ბარსა“ 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ – შესაძლოა 21-ე საუკუნის უძლიერესი გუნდი.

ინიესტასთან და ჩავისთან ერთად ლეომ ბევრი მშვენიერება შექმნა.

ტრიო MSN-ის ლეგენდარული ფოტო: მესი, ნეიმარი და სუარესი.

ბოლოს მესიმ ჩემპიონთა ლიგა 2015-ში მოიგო. ამ ფოტოზე მან ამის შესახებ ჯერ არ იცის და უბრალოდ უხარია „იუვენტუსთან“ მოგება.

ტრიუმფი – 6:1 პსჟ-სთან!

გადავიგვიღეთ, ჩვენ ვმეგობრობთ.

და გვიხარია ერთმანეთის წარმატება.

ისევ „რეალს“ მოხვდა ლეოსგან – 2017.

ნეტა ისევ მოუწევთ?

ერთ-ერთი გულიანი მომენტი ლეოს კარიერაში – გოლის აღნიშვნა მარადონას ხსოვნის საპატივსაცემოდ.

მადლობა ლეო: ეპიკური 7-წუთიანი გამოსამშვიდობებელი ვიდეო ბარსასგან

სად წავა მესი: იქნებ ბარსას კარი ჯერ არ მიხურულა

მესიმ ფეხბურთელებს უთხრა, რომ პსჟ-ში გადადის: ლეომ პოჩეტინოს თავად დაურეკა

დიდი ეპოქა სრულდება: მესი ბარსას ტოვებს

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0