in

სად წავა მესი: იქნებ ბარსას კარი ჯერ არ მიხურულა

მესი ბარსად მიდის – დღეს მთელ სპორტულ სამყაროს ეს აკერია პირზე.
ყველა დროის უდიადესი ფეხბურთელის და ლეგენდის ახალი კლუბის შესაძლო ვარიანტები განვიხილოთ.

პსჟ
ყველაზე შესაძლო ვარიანტად ახლა პარიზი მოჩანს. ალბათ მარტო პსჟ გაწვდება მესის ხელფასს. თუმცა ლეო მზად იყო „ბარსაში“ ხელფასი გაენახევრებინა., მაგრამ შემცირებული ჯამაგირიც კი სოლიდურია. სხვათა შორის, ამ დღეებში მესიმ პსჟ-ს ბიჭებთან ფოტო გადაიღო.

შეგახსენებთ, წელს პსჟ-მ დონარუმა, ვაინალდუმი, ჰაკიმი და სერხიო რამოსი დაიმატა.

მესიმ ფეხბურთელებს უთხრა, რომ პსჟ-ში გადადის: ლეომ პოჩეტინოს თავად დაურეკა

სიტი
ერთი წლის წინ „ქალაქელები“ აქტიურად ცდილობდნენ მესის გადაბირებას, როდესაც ლეომ დემარში მოაწყო და ვარჯიშებზეც არ მივიდა. ახლა სიტუაცია შეიცვალა, „სიტიმ“ 117.5 მილიონ ევროდ უკვე იყიდა ჯეკ გრილიში და შესაძლოა ჰარი კეინზეც გაიწიოს. მართალია ლეოს სანაცვლოდ ფული გადასახდელი არ არის, მაგრამ როგორც აქტიურად წერენ, „სიტი“ არ ფიქრობს არგენტინელის ვარიანტზე.

იტალია
გასულ ზფხულს „ინტერი“ მათ შორის იყო, ვისაც მესის ყიდვა სურდა. ახლა კი მილანელები ლუკაკუს სარფიან გაყიდვას ცდილობენ, რათ ფინანსურ სირთულეებს თავი გაართვან.
კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტია „იუვენტუსი“. მაგრამ ეს ალბათ უფრო ოცნების ტრანსფერია. რა მაგარი იქნებოდა რონალდო და მესი ერთად და რამხელა პოპულარობას მოუტანდა ეს „ბებერ ქალბატონს“.

MLS
მესის ევროპის მიღმაც აქვს ვარიანტები. პირველ რიგში მშობლიური არგენტინა – 2013 წელს ლეომ აღიარა, რომ კარიერას „ნიუელს ოლდ ბოიზში“ დაასრულდებდა.
ჯერ კარიერის დასრულებაზე კი ფიქრი ადრეა. ასე რომ, ამერიკული ლიგა რეალური ვარიანტია. Mundo Deportivo გაზაფხულზე წერდა,რომ 2023 წელს მესი ბექჰემის „ინტერ მაიამიში“ იქნებოდა.

ბარსელონა
არ ჩამოვწეროთ „ბარსელონაც“. მართალია, კატალონიელებმა გამოაცხადეს მესისთან კონტრაქტის ვერგაფორმებაზე, მაგრამ ჯერ ცნობილი მარტო ისაა,რომ ლა ლიგის რეგისტრაციის წესების გამო ვერ ფორმდება კონტრაქტი, ხოლო მესი და „ბარსა“ თავად შეთანხმებული არიან. არსებობს ალბათობა, რომ ეს „ბარსას“ მხრიდან ვა-ბანკია და ვინძლო ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასზე ზეწოლის საშუალება იყოს, რათა მან წესები შეარბილოს. ასე რომ , მესისთის კარი ჯერ ღიაა.

მადლობა ლეო: ეპიკური 7-წუთიანი გამოსამშვიდობებელი ვიდეო ბარსასგან

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ახალი გვარი აქვს: არ ცხელ – რუბინის ფორმები წვიმამ ჩამორეცხა

მესის ბარსელონური კარიერა ფოტოში: ლეგენდარული აღნიშვნები, ოქროს ბურთები, MSN და რბოლა რონალდოსთან