in

ბარსა ისევ მწვრთნელს ეძებს, პელე უკეთაა, მესის ერთგულებისთვის ფულს გადაუხდიან, ჰაალანდი ქედმაღალი ყოფილა, ბოდიში ასეთი ფორმისთვის და სხვა ამბები

რამდენს გაქაჩავს რონალდ კუმანი „ბარსელონაში“. კლუბი ვითომ უარყოფს, რომ ნიდერლანდელს წასვლა არ ემუქრება, მაგრამ ინსაიდერები დარწმუნებული არიან, რომ მისი მემკვიდრის ძებნა უკვე დაწყებულია. მეტიც, კუმანს ჯერ კიდევ ივნისში ეუბნებოდნენ, რომ მისი შემცვლელის მოძებნას შეეცდებოდნენ, რამაც კუმანზე ძლიერ იმოქმედა.

„ბარსელონას“ სურს ზამთარში რაჰიმ სტერლინგი აიყვანოს. ფეხბურთელიც დაინტერესებულიაო.

ფეხბურთის მეფე პელე ისევ მოხვდა რეანიმაციაში. თუმცა მისი ქალიშვილი ყველას აწყნარებს: „მამა გამოჯანმრთელებას იწყებს“.

ერლინგ ჰაალანდს ქედმაღლობაში დასდეს ბრალი. გიბრალტარის ნაკრების კაპიტანმა როი ჩიპოლინამ ნორვეგიელ ფეხბურთელს შვილისთვის მაისური სთხოვა, მაგრამ ახალგაზრდა ვარსკვლავმა ყურადღებაც არ მიაქცია. „მას შეუძლია იყიდოს ბევრი რამ, მაგრამ ვერ იყიდის ლამაზ მოქცევას“ – თქვა გიბრალტარელმა ფეხბურთელმა.

მადრიდის „რეალმა“ მესამე, ზურმუხტ-მწვანე ფორმა აჩვენა. ყველას მოეწონა, ყველა აღფრთოვანებულია. აი Puma-ს კი მოუწია ბოდიში მოეხადა დორტმუნდის“ ბორუსიას“ ფორმისთვის, რომელზეც კლუბის ლოგოს ნაცვლად სახელწოდებაა დატანებული. ამან კი გულშემატკივრების განრისხება გამოიწვია.

„რეალი“, „ბარსელონა“ და ბილბაოს „ატლეტიკი“ გაასაჩივრებენ ლა ლიგის გარიგებას საინვესტიციო ფონდ CVC-თან. ლიგა თავისას აწვება და ამტკიცებს, რომ დანარჩენი 39 კლუბი მხარს უჭერს.

„მანჩესტერის“ ზარალმა 2020/21 წლების სეზონში 92.2 მლნ ფუნტი შეადგინა. შესაძლოა საქმე იმით გამოსწორდეს, რომ გუნდმა პოგბა გაყიდოს. აგენტი რაიოლა ამაზე ჯერ კიდევ საუბრობს.

„იუვენტუსის“ ზარალმა გასულ სეზონში თითქმის 210 მლნ ევრო შეადგინა.

ლეო მესიმ შესაძლოა პსჟ-ში სამ წელიწადში 110 მილიონი ევრო იშოვოს. კლუბი ერთგულების ბონუსს იხდის თუ არგენტინელი ამდენ ხანს დარჩება პარიზში.

პეპ გვარდიოლამ უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე იმ სიტყვებისთვის, რომელიც „სიტის“ მატჩების დაბალ დასწრებას ეხებოდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: სელტიკის ფანი 2 საათი ტუალეტში იჯდა, თამაშზე რომ უფასოდ შესულიყო

საფრანგეთში ყოველი გოლისთვის მედპერსონალს 500 ევროს გადაურიცხავენ