„ბარსელონა“ კიდევ ერთხელ შეეცადა ლეო მესისთან კონტრაქტის გაფორმებას. შესაძლოა, ეს ბოლო მცდელობაც კი იყოს. არადა, თითქოს არგენტინელის წასვლა გარდაუვალია და პარიზშიც მის დასახვედრად ემზადებიან, მაგრამ კატალონიური გრანდი, როგორც ჩანს, ფარ-ხმალს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ ყრის.
„ბარსას“ გენერალურმა დირექტორმა ფერან რევერტერმა ფეხბურთელთან მოლაპარაკებები გამართა და მას კლუბში დარჩენის ახალი წინადადება შეთავაზა, იუწყება Mundo Deportivo, რომელი ეყრდნობა Betevé-ის მიერ შემუშავებულ პროგრამა La Portería-ს.
5 აგვისტოს ‘ბარსელონამ“ მესისთან კონტრაქტის ვერ გაგრძელების თაობაზე გამოაცხადა. ამას მოყვა პსჟ-ს ლამის გადაწყვეტილი ვარიანტის გაჟღერება და ბოლოს და ბოლოს თავად ლეომ გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც კარგა გვარიანად იტირა კიდეც, არ მინდა წასვლაო.
მესის ბოლო ამბების ქრონიკა:
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ყოველთვის წინ! – მესის ცოლმა მესის მხარი დაუჭირა
მესიმ ბარსას ფეხბურთელებთან გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოაწყო
პსჟ-მ ეიფელის კოშკი იქირავა – მესის პრეზენტაციისთვის
სად წავა მესი: იქნებ ბარსას კარი ჯერ არ მიხურულა
GIPHY App Key not set. Please check settings