in ,

მამარდაშვილი იტალიის და ესპანეთის ნაკრების მეკარეებზე წინ: სეივებით გიორგი top 15-შია

21 წლის ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, რომელიზ გასულ ზაფხულს “ვალენსიას” სარეზერვო გუნდისთვის შეიძინეს, გუნდის და მთლიანად ლა ლიგის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. გიორგიმ ლა ლიგის წლევანდელ სეზონში 18 შეხვედრა ითამაშა და 8-ჯერ შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა.

სტატისტიკების მთვლემა კომპანიამ OPTA-მ ევროპის top 5 ჩემპიონატში მეკარეები სეივების პროცენტული მაჩვენებლები დათვალა და გაირკვა, რომ გიორგი მამარდაშვილმა საკუთარ კარში დარტყმული ბურთების 73.33 % მოიგერია.

ამ მაჩვენებლით გიორგი ლა ლიგაში მხოლოდ იასირ ბონოს (სევილია) და ტიბო კურტუას (რეალი) ჩამორჩება. top ჩემპიონატებში კი, მე-14 ადგილს იკავებს. . მამარდაშვილი ისეთ მეკარეებს უსწრებს, როგორებიც: ჯანლუიჯი დონარუმა, უნაი სიმონი, ვოიცეხ შჩესნი არიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვილი სანიოლი: ხვიჩას ძლიერი მენტალობა აქვს და ეს ნაპოლიში გამოადგება

მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება იზრდება